რაგბი | ფრანგული გამოცემა „ეკიპი“ - ფრანკ აზემა საქართველოს ნაკრების მწვრთნელობის კანდიდატია #1TVSPORT
რაგბი | ფრანგული გამოცემა „ეკიპი“ - ფრანკ აზემა საქართველოს ნაკრების მწვრთნელობის კანდიდატია #1TVSPORT

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელობის ერთ-ერთი კანდიდატი ფრანკ აზემა მას შემდეგ გახდა, რაც საქართველოს რაგბის კავშირის ხელმძღვანელობასა და პიერ-ანრი ბრინკანს შორის მოლაპარაკებები ჩიხში მოექცა – ამის შესახებ ინფორმაციას ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა „ეკიპი“ ავრცელებს.

„საქართველოს რაგბის კავშირი ეროვნული ნაკრების ამჟამინდელი მწვრთნელის, რიჩარდ კოკერილის  მუშაობით უკმაყოფილოა და მის შემცვლელს ეძებს.

რაგბის კავშირის ხელმძღვანელები „ბორჯღალოსნების“ მწვრთნელობის ერთ-ერთ კანდიდატად „პერპინიანიდან“ წასულ ფრანკ აზემას მას შემდეგ განიხილავენ, რაც აქამდე დასახელებულ პიერ-ანრი ბრონკანთან მოლაპარაკები ჩიხში შევიდა“, – წერს ფრანგული გამოცემა.

ფრანკ აზემას სამწვრთნელო კარიერას რაც შეეხება, 54 წლის სპეციალისტი „პერპინიანში“, „კლერმონსა“ და „ტულონში“ მუშაობდა.