რაგბი | ფიჯისთან ტესტმატჩში საქართველოს ნაკრების კაპიტანი ბექა გორგაძე იქნება - რიჩარდ კოკერილმა შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT
რაგბი | ფიჯისთან ტესტმატჩში საქართველოს ნაკრების კაპიტანი ბექა გორგაძე იქნება - რიჩარდ კოკერილმა შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 5 ივლისს ზაფხულის პირველ ტესტმატჩს ბათუმში, ფიჯის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს. შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. „ბორჯღალოსნების“ მთავარმა მწვრთნელმა, რიჩარდ კოკერილმა ამ მატჩისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

მოცემული მომენტისთვის ფიჯი მსოფლიო რეიტინგში მე-11 ადგილზეა (76.38), საქართველო კი მე-13 ადგილს (74.02) იკავებს და გამარჯვების შემთხვევაში იაპონიას (მე-12 ადგილი – 74.04) გადაასწრებს, რომელსაც სენდეიში 13 ივლისს, საქართველოს დროით 14:00 საათზე ეთამაშება.

მესამე ტესტმატჩს საქართელოს ნაკრები 20 ივნისს სიდნეიში ავსტრალიასთან გამართავს. შეხვედრა 09:45 საათზე დაიწყება.

„ბორჯღალოსნებმა“ ზაფხულის ტესტმატჩებისთვის მოსამზადებელი ეტაპი ქუთაისში გაიარეს.

2023 წლის შემდეგ სასტარტო შემადგენლობაში ბრუნდება მგეზავი თედო აბჟანდაძე, რომელიც ვასილ ლობჟანიძეს შეუწყვილდება, ლუკა მატკავა კი ფულბეკად ითამაშებს. ცენტრში გიორგი კვესელაძე დემურ თაფლაძეს შეუწყვილდება, ფრთებზე კი დავით ნინიაშვილი და აკაკი ტაბუცაძე დადგებიან.

ბურჯებად გიორგი ახალაძე და ირაკლი აფციაური ითამაშებენ, ხოლო კვაჭი ვანო კარკაძე იქნება. მეორე ხაზში მიხეილ ბაბუნაშვილი და გიორგი ჯავახიშვილი შეწყვილდებიან, ფლანკერები ილია სპანდერაშვილი და ლუკა ივანიშვილი იქნებიან, შერკინების შემკვრელი კი ბექა გორგაძეა, რომელიც ფიჯისთან გუნდის კაპიტანი იქნება.

აღსანიშნავია, რომ ბათუმში „ბორჯღალოსნები“ ისტორიაში მეორედ ითამაშებენ. პირველად ამ სტადიონზე ქართველი მორგაბეები 2022 წლის ზაფხულში იტალიას დაუპირისპირდნენ და ტიერ 1-ის გუნდთან პირველი ისტორიული გამარჯვება მოიპოვეს – 28:19.

საქართველო

ხაზი: 15. ლუკა მატკავა (შავი ლომი, 19 კეპი, 114 ქულა), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი, 40 კეპი, 185 ქულა), 13. დემურ თაფლაძე (შავი ლომი, 36 კეპი, 20 ქულა), 12. გიორგი კვესელაძე (შავი ლომი, 57 კეპი, 40 ქულა), 11. დავით ნინიაშვილი (ლიონი, 29 კეპი, 63 ქულა), 10. თედო აბჟანდაძე (ორიაკი, 52 კეპი, 351 ქულა), 9. ვასილ ლობჟანიძე (ოიონა, 84 კეპი, 78 ქულა);

შერკინება: 1. გიორგი ახალაძე (კლერმონი, 5 კეპი), 2. ვანო კარკაძე (მონპელიე, 12 კეპი, 15 ქულა), 3. ირაკლი აფციაური (ლიონი, 7 კეპი), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი, 7 კეპი, 10 ქულა), 5. გიორგი ჯავახია (გრენობლი, 12 კეპი, 5 ქულა), 6. ილია სპანდერაშვილი (ვალანსი, 7 კეპი, 10 ქულა), 7. ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი, 12 კეპი, 10 ქულა), 8. ბექა გორგაძე (პო, 45 კეპი, 60 ქულა, კაპ.);

მარქაფა: 16. ლუკა პეტრიაშვილი (სტად ფრანსე), 17. გიორგი მამაიაშვილი (გრენობლი, 4 კეპი), 18. სანდრო ქუნთელია (ლა როშელი, 4 კეპი, 5 ქულა), 19. ლადო ჩაჩანიძე (შავი ლომი, 16 კეპი, 5 ქულა), 20. ბექა საღინაძე (ლიონი, 39 კეპი, 15 ქულა), 21. თორნიკე ჯალაღონია (პროვანსი, 32 კეპი, 25 ქულა); 22. გელა აფრასიძე (ბაიონე, 52 კეპი, 35 ქულა), 23. სანდრო თოდუა (შავი ლომი, 112 კეპი, 90 ქულა).

მთავარი მწვრთნელი: რიჩარდ კოკერილი

საქართველოსთან მატჩისთვის ბათუმში ემზადება ფიჯის ნაკრები, რომლის მთავარმა მწვრთნელმა, მიკ ბერნმა მომავალი მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა.

ფიჯის ნაკრები:

15. ილაისა დროასესე, 14. იუტა ვაინოქოლო, 13. ვაისეა ვაიაკალევუ (კაპ.), 12. ინია ტაბუავუ, 11. პენიასი დაკუვაქა, 10. ვილიმონი ბოტიტუ, 9. ფრანკ ლომანი; 1. ერონი მავი, 2. ტევიტა იკანივერე, 3. მესაკე დოგე, 4. ისოა ნასილასილა, 5. ტემო მაიანავანუა, 6. ლეკიმა ტაგიტაგივალუ, 7. კიტიონე სალავა, 8. ვილიამე მატა.

მარქაფა: 16. ზურიელ ტოგიატამა, 17. ჰაერეიტი ჰეტეტი, 18. პენი რავაი, 19. ალბერტ ტუისუე, 20. რატუ მელი დერენალაგი, 21. ელია სანაკაივატა, 22. სიმიონე კურუვოლი, 23. ისაია არსმტრონგ-რავულა.