რაგბი | ფიჯისთან საერთაშორისო სერიის მატჩისთვის საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია #1TVSPORT
რაგბი | ფიჯისთან საერთაშორისო სერიის მატჩისთვის საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია #1TVSPORT

საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრები სამხრეთ აფრიკაში საერთაშორისო სერიის პირველ მატჩს 21 მაისს, 15:00 საათზე ფიჯის ნაკრებთან გამართავს.

აღნიშნული შეხვედრისთვის უმცროსი „ბორჯღალოსნების“ სამწვრთნელო შტაბმა 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

საქართველოს ნაკრები:

ხაზი: 15. დათა არობელიძე, 14. ლუკა ტაბატაძე, 13. დათა ახვლედიანი, 12. ლეონიდე სალდაძე, 11. ავთანდილ ზვიადაძე, 10. მათე მახარაძე, 9. თემურ ძოძუაშვილი;

შერკინება: 1. აჩი ნოზაძე, 2. დავით არჩვაძე, 3. ლევან ეზიეშვილი, 4. გიორგი მეფარიშვილი, 5. ნიკოლოზ ჩხორთოლია, 6. გიორგი არძენაძე, 7. ლუკა ნარსია (კაპ.), 8. გიორგი ზაზაძე.

მარქაფა: 16. გიორგი აღნიაშვილი, 17. დაჩი ჭელიძე, 18. გაბრიელ რაზმაძე, 19. თორნიკე ტორაძე, 20. პაატა ჩაკვეტაძე; 21. გოგა უშვერიძე, 22. დემეტრე დევდარიანი, 23. ნიკა ხალვაში.

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ფიჯელ თანატოლებს აქამდე სამჯერ ეთამაშნენ და სამივეჯერ დაამარცხეს: 2015 წელს ალაფაზე 30:13, ხოლო 2019 და 2024 წლებში მსოფლიო თასზე, შესაბამისად, 12:8 და 40:36.

საერთაშორისო სერიაში უმცროსი „ბორჯღალოსნები“ 26 მაისს – ჩილეს, ხოლო 30-ში სამხრეთ აფრიკას ეთამაშებიან.