რაგბი | ფიჯისთან მეთერთმეტე ადგილისთვის მატჩში უმცროსი „ბორჯღალოსნების“ შემადგენლობა ცნობილია #1TVSPORT

15:58, 17.07.2026

საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრები მსოფლიო თასზე დასკვნთ შეხვედრას მეთერთმეტე ადგილისთვის 18 ივლისს ფიჯის ნაკრებთან გამართავს – შეხვედრა „აია არენაზე“ 18:00 საათზე დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

კუნძულელებთან მატჩისთვის საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა შემადგენლობა დაასახელა. მე-9 ადგილის ნახევარფინალში იტალიასთან 19:43 მარცხის შემდეგ სასტარტო შემადგენლობაში ექვსი ცვლილებაა – სამი ხაზში და სამიც შერკინებაში.

სასტარო შემადგენლობაში პირველად ითამაშებს გიორგი ხონელიძე, რომელიც ღერძზე მათე მახარაძეს შეუწყვილდება. ცენტრში ლეონიდე სალდაძე ბრუნდება, რომელიც დავით ბარბაქაძესთან ერთად ითამაშებს, ფრთაზე კი დათა არობელიძე დადგება, რომელიც დამწყებთა შორის პირველადაა. მეორე ფრთაზე და ფულბეკად კვლავ ლუკა ტაბატაძე და ნიკა ხალვაში იქნებიან.

შერკინების პირველ ხაზში გიორგი ტურაშვილმა ადგილი შეინარჩუნა, კვაჭი გიორგი აღნიაშვილი მარქაფიდან დაწინაურდა, მარჯვენა ბურჯი ლევან ეზიეშვილი კი სასტარტოში სამხრეთ აფრიკასთან მატჩის შემდეგ ბრუნდება. უცვლელი დარჩა მეორე ხაზის წყვილი – გიორგი მეფარიშვილი და დავით ბარამია.

მესამე ხაზში დამწყებთა შორის პირველადაა გიორგი არძენაძე, ხოლო გუნდის კაპიტანი ლუკა ნარსია და მიხეილ შიოშვილი სასტარტოში ზედიზედ მეხუთე თამაშს იწყებენ.

წლევანდელ ჩემპიონატში ფიჯი პირველ ორ მატჩში საფრანგეთთან 15:45 და ავსტრალიასთან 17:53 დამარცხდა, ჯგუფის დასკვნით მატჩში ესპანეთს 29:26 სძლია, მე-9 ადგილისთვის ნახევარფინალში კი ირლანდიასთან 19:24 წააგო.

საქართველო – ფიჯი

გიორგი ტურაშვილი1მარიკა კოროი
გიორგი აღნიაშვილი2ისააკ რაულუნი
ლევან ეზიეშვილი3სერუპირელი რატულომაი
გიორგი მეფარიშვილი4რატუ აპენისა ნაევო
დავით ბარამია5ფრანცის პეტერსი
გიორგი არძენაძე6სავენაკა ქაბალე
ლუკა ნარსია (კაპ)7სულიანო სავენასა
მიხეილ შიოშვილი8ისოა კოროინავაი
გიორგი ხონელიძე9ისიკელი ბარი რატუ
მათე მახარაძე10კეილ მორისი
დავით არობელიძე11აპეტე გაუნა როკოსუკა
დავით ბარბაქაძე12ფაიმალაგა ტუვალუ
ლეონიდე სალდაძე13ტევიტა ვუნივაკა ლედუა
ლუკა ტაბატაძე14სევულონი სატალა
ნიკოლოზ ხალვაში15სავენაკა ვაგადაი

სათადარიგოები (საქართველო): 16. ნიკა ღარიბაშვილი, 17. საბა ნოზაძე, 18. გაბრიელ რაზმაძე, 19. ნიკოლოზ ჩხორთოლია, 20. გიორგი ზაზაძე; 21. თემურ ძოძუაშვილი, 22. დემეტრე დევდარიანი, 23. დათა ახვლედიანი.

სათადარიგოები (ფიჯი): 16. რატუ ოსეა დასალუსალუ, 17. სილვესტრ ვაკაულიაფა, 18. რაიმონდ ნავუნიკაბა, 19. მარლი ჩანდრა, 20. ტუვასუ ტაბუაკოტო, 21. რავუამა სამო, 22. როკოსემანი ვოჩეა, 23. მალელი ნაუვასი.

მსგავსი