რაგბი ევროპის სუპერთასზე „შავი ლომის“ თამაშების კალენდარი ცნობილია - გუნდს ლევან მაისაშვილი მოამზადებს #1TVSPORT
რაგბი ევროპის სუპერთასზე „შავი ლომის“ თამაშების კალენდარი ცნობილია - გუნდს ლევან მაისაშვილი მოამზადებს #1TVSPORT

4-5 ნოემბრიდან რაგბი ევროპის სუპერთასის ახალი სეზონი იწყება, რომელშიც პირველი ქართული ფრენჩაიზი, გასული ორი გათამაშების გამარჯვებული, „შავი ლომი“ ითამაშებს. ახალი სეზონიდან ტურნირს ერთი ახალი მონაწილე, ჩეხური ფრენჩაიზი „ბოჰემია რაგბი უორიორზი“ დაემატება – ის პირველი ჩეხური კლუბია, რომელიც რაგბის ევროპულ საკლუბო ტურნირში ითამაშებს, იგი საშინაო შეხვედრებს პრაღაში, „მარკეტას“ სტადიონზე ჩაატარებს.

რაგბი ევროპის სუპერთასის 2023 წლის სეზონში რვა გუნდი მიიღებს მონაწილეობას. თუ წინა გათამაშებების დროს ჯგუფები რეგიონული პრინციპით კომპლექტდებოდა, ამჯერად გუნდები გასული ორი გათამაშებაში რეიტინგის მიხედვით გადანაწილდებიან.

რაგბი ევროპის გათამაშების ორგზის გამარჯებული „შავი ლომი“ A ჯგუფში მოხვდა.

A ჯგუფი:

„შავი ლომი“ (საქართველო)

„თელა ავივ ჰითი“ (ისრაელი)

„ლუზიტანუში“ (პორტუგალია)

„იბერიანსი“ (ესპანეთი)

B ჯგუფი:

„ბრუსელ დევილი“ (ბელგია)

„დელტა“ (ნიდერლანდები)

„ვულვზი“ (რუმინეთი)

„ბოჰემია უორიორზი“ (ჩეხეთი“)

ახალი სეზონი მსოფლიო თასის დასრულების შემდეგ დაიწყება და ნოემბერ-დეკემბერში ჩატარდება. ჯგუფური ეტაპი სამი კვირა გაგრძელდება და თითოეული გუნდი სამ თამაშს გამართავს („შავი ლომი“ ერთ თამაშს შინ ჩაატარებს, ორს კი სტუმრად).

ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, A ჯგუფის სამი საუკეთესო და B ჯგუფის გამარჯვებული ნახევარფინალში გავლენ და საპრიზო ადგილებისთვის გააგრძელებენ ბრძოლას, ხოლო A ჯგუფის ბოლო ადგილოსანი და B ჯგუფის სამი გუნდი მე 5-მე- 8 ადგილების ნახევარფინალში იასპარეზებენ.

ნახევარფინალები 2-3 დეკემბერს, ფინალები კი 16-17 დეკემბერს გაიმართება.

პლეი ოფში გათვალისწინებული იქნება „შავი ლომის“ ინტერესი, რომელიც დეკემბერში „ჩელენჯ თასის“ გათამაშებაში ჩაერთვება.


A ჯგუფის კალენდარი


პირველი ტური. 4-5 ნოემბერი

„შავი ლომი“ – „იბერიანსი“

„ლუზიტანუში“ – „თელ ავივ ჰითი“

მეორე ტური. 11-12 ნოემბერი

„იბერიანსი“ – „თელ ავივ ჰითი“

„ლუზიტანუში“ – „შავი ლომი“

მესამე ტური. 18-19 ნოემბერი

„თელ ავივ ჰითი“ – „შავი ლომი“

„იბერიანსი“ – „ლუზიტანუში“

ნახევარფინალები

2-3 დეკემბერი

ფინალები

16-17 დეკემბერი

რაგბი ევროპის სუპერთასის საწყისი ტურების მატჩებისთვის „შავ ლომს“ ლევან მაისაშვილი მოამზადებს – 47 წლის ქართველი სპეციალისტი გუნდში დროებით, ახალი მწვრთნელის მოძიებამდე იმუშავებს.