რაგბი ევროპის სუპერთასის ფინალში „შავი ლომი“ „თელ ავივ ჰითს“ შეხვდება #1TVSPORT
რაგბი ევროპის სუპერთასის ფინალში „შავი ლომი“ „თელ ავივ ჰითს“ შეხვდება #1TVSPORT

რაგბის ევროპის სუპერთასის ნახევარფინალურ შეხვედრაში „შავმა ლომმა“ ესპანური „იბერიანსი“ 41:0 დაამარცხა და ზედიზედ მესამედ ითამაშებს ტურნირის ფინალში, სადაც მისი მეტოქე „თელ ავივ ჰითი“ იქნება, რომელმაც მეორე ნახევარფინალურ დაპირისპირირებაში რუმინულ „ვულვზს“ 31:6 მოუგო.

იქიდან გამომდინარე, რომ „შავი ლომი“ „ჩელენჯ თასის“ გათამაშებაში ჩაერთვება, სადაც სადებიუტო შეხვედრას 9 დეკემბერს თბილისში „გლოსტერის“ წინააღმდეგ ჩაატარებს, რაგბი ევროპის სუპერთასის ფინალის თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ რაგბი ევროპის სუპერთასის წლევანდელი გათამაშების ჯგუფურ ეტაპზე „შავმა ლომმა“ „თელ ავივ ჰითი“ 29:27 დაამარცხა.