რაგბი ევროპის სუპერთასის ფინალი 22 დეკემბერს გაიმართება #1TVSPORT
რაგბი ევროპის სუპერთასის ფინალი 22 დეკემბერს გაიმართება #1TVSPORT

რაგბი ევროპის სუპერთასის ჯგუფურ ეტაპზე „შავმა ლომმა“ ესპანური „იბერიანსი“ (39:19), პორტუგალიური „ლუზიტანუში“ (22:0) და „თელ ავივ ჰითი“ (29:27), ხოლო ნახევარფინალში „იბერიანსი“ (41:0) დაამარცხა და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.

იქიდან გამომდინარე, რომ „შავი ლომი“ პარალელურად ჩელენჯ თასზე ასპარეზობს, ფინალური შეხვედრის გამართვის თარიღი უცნობი იყო, ახლა კი გადაწყდა, რომ ფინალი „შავ ლომსა“ და „თელ ავივ ჰითს“ შორის 22 დეკემბერს თბილისში, „ავჭალის“ სტადიონზე გაიმართება და 17:00 საათზე დაიწყება.