რაგბი ევროპის სუპერთასი | „შავმა ლომმა“ „იბერიანსი“ დაამარცხა და ახალი სეზონი მოგებით გახსნა #1TVSPOR
რაგბი ევროპის სუპერთასი | „შავმა ლომმა“ „იბერიანსი“ დაამარცხა და ახალი სეზონი მოგებით გახსნა #1TVSPOR

რაგბი ევროპის სუპერთასის ახალი სეზონის პირველ შეხვედრაში „შავმა ლომმა“ ესპანურ „იბერიანსს“ უმასპინძლა და ტურნირი მოგებით გახსნა – 39:19.

ქართულმა გუნდმა მატჩი აქტიურად დაიწყო და მალე ანგარიშიც გახსნა – ახალი სეზონის პირველი ლელო აკაკი ტაბუცაძემ დადო, როემლიც მატკავამ ზუსტად გარდასახა, მანვე მალე ჯარიმაც გაიტანა და მე-15 წუთისთვის „შავი ლომი“ 10:0 დაწინაურდა.

რამდენიმე წუთში გრიგორ ქერდიყოშვილმა მეორედ დაამიწა ბურთი მეტოქის ჩათვლის მოედანში და „შავი ლომის“ უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა.

ორი მიღებული ლელოს შემდეგ „იბერიანსმა“ შეტევაში უფრო აქტიურად დაიწყო თამაში და ერთი ლელოს გაქვითვა მოახერხა. ტაიმის ბოლომდე სანდრო თოდუამ კიდევ ერთხელ დაალელოვა მეტოქე და ტაიმი „შავმა ლომმა“ 20:5 მოიგო.

ქართველმა მორაგბეებმა მეორე ტაიმი სწრაფი ლელოთი გახსნეს და მატჩის მათი უპირატესობით გაგრძელდა, თუმცა ბოლო წუთებში ქართველი მორაგბეები კაცნაკლულნი დარჩნენ (არბიტრმა ორი ქართველი მორაგბე სინბინში გაუშვა), „იბერიანსმა“ ორი ლელოს დადება მოახერხა და ანგარიშში სხვაობა შეამცირა. საბოლოოდ შეხვედრა „შავი ლომის“ გამარჯვებით დასრულდა – 39:19.

რაგბი ევროპის სუპერთასსზე „შავი ლომი“ ჯგუფური ეტაპის დარჩენილ ორ შეხვედრას სტუმრად ჩაატარებს – 11 ნოემბერს პორტუგალიაში „ლუზიტანუშის“ წინააღმდეგ, ხოლო 18 ნოემბერს „შავი ლომის“ მეტოქე „თელავივ ჰითი“ იქნება.


შავი ლომი – იბერიანსი 39:19


ლელო: ტაბუცაძე, ქერდიყოშვილი, თოდუა, აბდუშელიშვილი, ცირეკიძე, მატკავა – ვინუესა, ხუან სანჩესი (2)

გარდასახვა: მატკავა (3) – მატეუ (2)

ჯარიმა: მატკავა