რაგბი ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების კალენდარი ცნობილია #1TVSPORT

16:20, 29.10.2026

გაირკვა „ბორჯღალოსნების“ კალენდარი რაგბი ევროპის ჩემპიონატის ახალ სეზონში.

საქართველოს ნაკრებს გასული ორი წლის (2025 და 2026) ჩემპიონატების ჯამში საუკეთესო მაჩვენებელი ჰქონდა და A ჯგუფში პირველ ნომრად არის განთესილი, სადაც მისი მეტოქეები რუმინეთის, ბელგიისა და პოლონეთის ნაკრებები იქნებიან.

B ჯგუფში პორტუგალია, ესპანეთი, ნიდერლანდები და შვეიცარია მოხვდნენ.

ჯგუფური ეტაპის შეხვედრები 6-7, 12-13-14 და 20-21 თებერვალს გაიმართება, რის შემდეგაც ჯგუფის ორ-ორი საუკეთესო გუნდი თასის ნახევარფინალში გავა. ქვედა ოთხეული კი მეხუთე-მერვე ადგილებისთვის განაგრძობს ბრძოლას. ნახევარფინალები 6-7 მარტსაა ჩანიშნული.

ფინალური რაუნდი რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში 14 მარტს გაიმართება და, ყველა ადგილთან ერთად, თასის მფლობელის ვინაობაც გაირკვევა.

საქართველოს ნაკრების კალენდარი

6 თებერვალი, გდინია | პოლონეთი – საქართველო

13 თებერვალი, ბრიუსელი | ბელგია – საქართველო,

20 თებერვალი, თბილისი | საქართველო – რუმინეთი.

6-7 მარტი | ნახევარფინალები

14 მარტი, ბუქარესტი | ფინალები

ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ გაირკვევა, ვინ იქნება საქართველოს ნაკრების მეტოქე ნახევარფინალში და ვინ იქნება მასპინძელი.

მსგავსი