რაგბი ევროპის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში შვიდი ბორჯღალოსანია #1TVSPORT
20 მარტს საქართველოს ნაკრებმა ესპანეთის ეროვნულ გუნდს „დინამო არენაზე“ უმასპინძლა, დამაჯრებელი ანგარიშით (49:15) დაამარცხა, ტიტული შთამბეჭდავი თამაშით დაიცვა და რაგბი ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული მე-14-ედ გახდა.
ბორჯღალოსნებმა მეტოქეს ექვსი ლელო გაუტანეს და ბონუს ქულაც მოიპოვეს.
რაგბი ევროპამ ორი დღის წინ დასრულებული ჩემპიონატის სიმბოლური ნაკრები შეადგინა და თითქმის ნახევარი გუნდი (შვიდი მორაგბე) ბორჯღალოსნებით დააკომპლექტა.
სიმბოლურ გუნდში მოხვდნენ: გიგაშვილი, გიორგაძე, გორგაძე, ლობჟანიძე, შარიქაძე, ნინიაშვილი და ტაბუცაძე, რუმინეთი ოთხი მორაგბით არის, წარმოდგენილი, ესპანეთი – სამით, ნიდერლანდები – ერთით.