რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრები რუმინეთს შეხვდება #1TVSPORT
გაირკვა საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მეტოქე რაგბი ევროპის ნახევარფინალში.
ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩში პორტუგალიის ნაკრებმა რუმინეთი 44:7 დაამარცხა და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა, მეორე ადგილზე კი რუმინეთის გუნდი გავიდა.
შესაბამისად, 8 მარტს ნახევარფინალში, თბილისში საქართველოს ნაკრები რუმინეთს დაუპირისპირდება – შეხვედრა „ავჭალის“ სტადიონზე 15:00 საათზე დაიწყება. მეორე ნახევრაფინალში პორტუგალია კი საკუთარ მოედანზე ესპანეთს მიიღებს.
ფინალი 15 მარტს ლეგანესში, „ესტადიო ონტიმ ბუტარკეზე“ გაიმართება.