რაგბი ევროპის ჩემპიონატი | საქართველოს ნაკრების კალენდარი ცნობილია #1TVSPORT
რაგბი ევროპის ჩემპიონატი | საქართველოს ნაკრების კალენდარი ცნობილია #1TVSPORT

2025 წლის თებერვალში საქართველოს მორაგბეთა ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის შეხვედრებს გამართავს. „ბორჯღალოსნები“ A ჯგუფში მოხვდნენ. გუნდი წლის პირველ თამაშს პირველ თებერვალს თბილისში, „ავჭალის“ სტადიონზე დებიუტანტ შვეიცარიასთან გამართავს, შეხვედრა 16:00 საათზე დაიწყება.

ქართველი მორაგბეები 8 თებერვალს, 15:00 საათზე ასევე „ავჭალაზე“ ნიდერლანდებს უმასპინძლებენ, ხოლო ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩს 16 თებერვალს ესპანეთთან სტუმრად ჩაატარებენ.

B ჯგუფში პორტუგალია, რუმინეთი, ბელგია და გერმანია მოხვდნენ.

ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, პირველ-მეორე ადგილოსნები ნახევარფინალში გავლენ, ქვედა ოთხი გუნდი კი მე-5 მე-8 ადგილებისთვის იბრძოლებენ.

ნახევარფინალური ეტაპის თამაშები 1-2 მარტსაა ჩანიშნული, ფინალები (ყველა ადგილისთვის) კი 15-16 მარტს გაიმართება.

2025 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი ამავდროულად 2027 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ტურნირიცაა. ავსტრალიაში გასამართ მსოფლიო თასზე 20-ის ნაცვლად 24 ნაკრები ითამაშებს. შედეგად, რაგბი ევროპის ჩემპიონატიდან მომავალ მსოფლიო თასზე ოთხი გუნდი გავა (თასის ნახევარფინალში გასული გუნდები), მეხუთე კი რეპეშაჟში ჩაერთვება (აქამდე პირდაპირ საგზურს ორი გუნდი იღებდა და მესამე რეპეშაჟში ერთვებოდა).

შეგახსენებთ, რომ რაგბი ევროპის ჩემპიონატი საქართველოს ნაკრებს ყველაზე ბევრჯერ – 16-ჯერ აქვს მოგებული, აქედან ბოლო შვიდი ზედიზედ (2018-2024 წლები). ხუთჯერ ტურნირი რუმინეთმა მოიგო, ხოლო ერთხელ – პორტუგალიამ.

2025 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის კალენდარი:


I ტური


31 იანვარი

რუმინეთი – გერმანია

1 თებერვალი

საქართველო – შვეიცარია

პორტუგალია – ბელგია

2 თებერვალი

ესპანეთი – ნიდერლანდები


II ტური


8 თებერვალი

საქართველო – ნიდერლანდები

ბელგია – რუმინეთი

9 თებერვალი

შვეიცარია – ესპანეთი

პორტუგალია – გერმანია


III ტური


15 თებერვალი

ნიდერლანდები – შვეიცარია

რუმინეთი – პორტუგალია

16 თებერვალი

ესპანეთი – საქართველო

გერმანია – ბელგია


ნახევარფინალები – 1-2 მარტი

ფინალები –  15-16 მარტი