„რაგბი ევროპამ“ ყველა ტურნირი განუსაზღვრელი ვადით გადადო
„რაგბი ევროპამ“ ყველა ტურნირი განუსაზღვრელი ვადით გადადო

კორონავირუსის ევოლუციის ფონზე, „რაგბი ევროპამ“ გადაწყვიტა, მისი ეგიდით გასამართი ყველა მატჩი და ტურნირი განუსაზღვრელი ვადით შეაჩეროს.

თავდაპირველად თამაშების განახლების თარიღად 15 აპრილი სახელდებოდა, თუმცა ევროპული რაგბის მმართველი ორგანო თვლის, რომ ეს ვადა საკმარისი არ არის იმისთვის, რომ მატჩები სრულიად უსაფრთხო გარემოში ჩატარდეს.

„რაგბი ევროპა“ სიტუაციას მომავალშიც დააკვირდება, გაითვალისწინებს ჯანდაცვის წარმომადგენელთა მოსაზრებებს და ტურნირების განახლების გადაწყვეტილებას მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებს, ნათქვამია „რაგბი ევროპის“ ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.