„რაგბი ევროპის“ ოფიციალური ვებგვერდის მიხედვით, სადისციპლინო კომიტეტმა ესპანეთი – ბელგიის მატჩის შემდგომ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო.
ესპანელ მორაგბეებს, მსაჯის შეურაცხყოფისთვის სასჯელი გამოუტანეს და მათ რაგბის თამაში საკმაოდ დიდი ხნით აეკრძალათ.
სებასტიან რუე: მსაჯზე თავდასხმა – 43 კვირა
გილომ რუე: მსაჯზე თავდასხმა – 36 კვირა
პიერ ბარტერე: მსაჯის შეურაცხყოფა – 14 კვირა
ლუკას გიომი: მსაჯის შეურაცხყოფა – 14 კვირა
მატიო ბელიე: მსაჯის შეურაცხყოფა – 14 კვირა
აღნიშნული სანქციები უკვე ძალაშია და მორაგბეებს თამაშის უფლება, როგორც სანაკრებო, აგრეთვე საკლუბო დონეზე ჩამოერთვათ.
მორაგბეებს გადაწყვეტილების გასაჩივრების შვიდ დღიანი ვადა აქვთ.
ესპანეთის რაგბის კავშირის მიმართ უსამართლო დამოკიდებულებასთან დაკავშირებით მოსმენა მოგვიანებით გაიმართება.