"რაგბი ევროპა" ბელგია - ესპანეთის მატჩის შესახებ გადაწყვეტილებას 23 მარტს მიიღებს
“რაგბი ევროპის” ხელმძღვანელობა ბელგია – ესპანეთის შეხვედრასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას 23 მარტს, პოზნანში მიიღებს.
წინასწარი ინფორმაციით ორგანიზაცია “ლომების” წინააღგმდეგ სანქციებს განიხილავს, რომლებიც ფინალური სასტვენის შემდეგ მსაჯს თავს დაესხნენ.
ესპანეთის ფედერაციამ საკუთარი პროტესტი ასე დაასაბუთა:
- დარღვეულია “მსოფლიო რაგბის” კოდექსი. მე-20 პუნქტის 1.7 ქვეპუნქტში წერია, რომ მოედანზე და მის გარეთ დაუშვებელია ისეთი ქმედებების განხორციელება, რომელიც ეჭვქვეშ დააყენებს მატჩის სამართლიანად ჩატარებას
- ამავე კოდექსის მე-18 პუნქტის 6.1 ქვეპუნქტში კი წერია, რომ წესდების დარღვევის შემთხვევაში შესაძლებელია მატჩის შედეგის გაუქმება ან/და განმეორებითი შეხვედრის ჩატარება.
ესპანეთის რაგბის ფედერაციამ “რაგბი ევროპას” მატჩამდე 20 დღით ადრე მიმართა, რომ რუმინელ არბიტრებს შესაძლოა მატჩის შედეგზე ნეგატიური გავლენა მოეხდინათ. “რაგბი ევროპამ” მათი წინადადება უარყო და უპასუხა, რომ მსაჯები დიდი ხნის წინ დაინიშნენ და მათ მიმართ ეჭვები არ არსებობს.