რაგბი ევროპა გმობს უკრაინაში შეჭრას და რუსეთში საქმიანობას წყვეტს #1TVSPORT
რაგბი ევროპა გმობს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციას და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე საქმიანობას წყვეტს.
განცხადებაში აღნიშნულია რომ რაგბი ევროპა ღრმა შეშფოთებას გამოხატავს შექმნილი მდგომარეობის გამო და მკაცრად გმობს რუსეთის შეჭრას უკრაინაში, უკრაინულ სარაგბო სამყაროს კი თანადგომას უცხადებს.
„როგორც ევროპული რაგბის მმართველი ორგანო, რაგბი ევროპა მშვიდობის ევროპულ ფასეულობებს და ადამიანის უფლებებს იცავს. რაგბი ევროპამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ რუსეთის ტერიტორიაზე შეწყვიტოს ყველა ღონისძიება, ტურნირი და მატჩი. ეს ეხება ყველა ასაკობრივ და გენდერულ კატეგორიას, ეროვნულ და საკლუბო გუნდებს“, – ნათქვამია განცხადებაში.