რაგბი | ექვსი ერის ფესტივალზე საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა მეორე მატჩი გამართა #1TVSPORT
საფრანგეთის ქალაქ ვიშში მიმდინარე ექვსი ერის ფესტივალზე საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა მეორე მატჩი ინგილსის ნაკრებთან გამართა და 31:35 დამარცხდა.
პირველი ტაიმი ინგლისელების უპირატესობით წაირმართა და მათ სასარგებლოდ დასრულდა – 28:10.
მეორე ნახევარი უმცროსმა „ბორჯღალოსნებმა“ გაცილებით უკეთესად ჩაატარეს, ჯამში მეტოქეს ხუთი ლელო დაუდეს (რეზო ცხვედიანი, საბა მერებაშვილი, იაგო ღუდუშაური, ლუკა ჭაკუა, სანდრო გამყრელიძე), რომელთაგან ზუსტად სამი გარდასახეს.
ექვსი ერის ფესტივალზე მესამე მატჩს საქართველოს 18-წლამდელთ ნაკრები 11 აპრილს შოტლანდიასთან გამართავს.