რაგბი | ექვსი ერის ფესტივალზე საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები მეორე მატჩს ინგლისთან გამართავს - მწვრთნელებმა შემადგენლობა დაასახელეს #1TVSPORT
რაგბი | ექვსი ერის ფესტივალზე საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები მეორე მატჩს ინგლისთან გამართავს - მწვრთნელებმა შემადგენლობა დაასახელეს #1TVSPORT

საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგეთშია და ექვსი ერის ფესტივალში მონაწილეობს, სადაც მეორე მატჩს ინგლისის ნაკრებთან გამართავს (პირველ შეხვედრაში უმცროსი „ბორჯღალოსნები“ მასპინძელ საფრანგეთთან 22:49 დამარცხდნენ).

საქართველოს და ინგლისის 18-წლამდელთა ნაკრებების მატჩი 7 აპრილს, 15:15 საათზე დაიწყება.

ინგლისელებთან მატჩისთვის საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა შემადგენლობა დაასახელა, რომელიც, საფრანგეთთან მატჩისგან განსხვავებით, საკმაოდ გადახალისებულია.

გუნდს ტრავმის გამო „არმაზის“ მოთამაშე ლუკა მგალობლიშვილი გამოაკლდა, მის ნაცვლად მწვრთნელებმა „ლოკომოტივიდან“ ნიკოლოზ ხარებავა მიიწვიეს, რომელიც ინგლისთან შეხვედრაში სასტარტო შემადგენლობაში იქნება.

უმცროსი „ბორჯღალოსნების“ მომავალმა მეტოქემ ფესტივალზე პირველი შეხვედრა ირლანდიელ თანატოლებთან 31:36 წააგო.

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა ინგლისთან:

ხაზი: 15. გიორგი კუპრეიშვილი, 14. რეზო ცხვედიანი, 13. გოგა ბერიძე, 12. ბართლომე ხამაშურიძე, 11. ნიკოლოზ ლაგვილავა, 10. ატო ლიპარტელიანი, 9. ალექსანდრე გაგუა.

შერკინება: 1. საბა მერებაშვილი, 2. საბა გოგრიჭიანი, 3. გეგა გიორგობიანი, 4. ნიკოლოზ ხარებავა, 5. საბა ჯინჭველეიშვილი, 6. გიორგი სუთიაშვილი, 7. ნიკა ჯანგულაშვილი, 8. მათე ბერუაშვილი

სათადარიგოები: 16. სანდრო გამყრელიძე, 17. გიორგი ბერძენიშვილი,  18. იაგო ღუდუშაური, 19. გიორგი ქევანიშვილი, 20. ლუკა შულაია, 21. გიორგი ხონელიძე, 22. ლუკა მგალობლიშვილი, 23. მათე მახარაძე, 24. ალექსანდრე მამაიაშვილი, 25. ლუკა ჭაკუა, 26. ნიკოლოზ ფანცულაია.