რაგბი | ექვსი ერის ფესტივალზე საფრანგეთთან მატჩისთვის საქართველოს 18-წლამდელთა შემადგენლობა ცნობილია #1TVSPORT
რაგბი | ექვსი ერის ფესტივალზე საფრანგეთთან მატჩისთვის საქართველოს 18-წლამდელთა შემადგენლობა ცნობილია #1TVSPORT

საქართელოს 18-წლამდელ მორაგბეთა ნაკრები ექვსი ერის ფესტივალის მეორე მატჩს 3 აპრილს, 17:30 საათზე საფრანგეთის წინააღმდეგ ჩაატარებს.

შეგახსენებთ, რომ პირველ შეხვედრაში უმცროსი „ბორჯღალოსნები“ შოტლანდიასთან 14:22 დამარცხდნენ, ფრანგებმა კი ირლანდიას 50:7 მოუგეს.

საფრანგეთთან მატჩისთვის საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა შემადგენლობა დაასახელა. ფესტივალის დებულების თანახმად, რადგან ტურნირი განვითარებას ემსახურება, განაცხადში მყოფი ყველა მოთამაშე სამიდან მინიმუმ ერთ თამაშში სასტარტო შემადგენლობაში უნდა იყოს, აქედან გამომდინარე, მწვრთნელებმა პირველი მატჩის შემდეგ ერთბაშად 11 ცვლილება განხორციელეს.

სასტარტო შემადგენლობაში ადგილი შეინარჩუნეს გუნდის კაპიტანმა, ლუკა საღინაძემ, ნიკოლოზ ჩხორთოლიამ, იოანე ბასილაიამ და გიგა ყიფშიძემ.

26-კაციან შემადგენლობაში ერთი ცვლილებაა –  შოტლანდიასთან მიხეილ შიოშვილი დაშავდა და მის ნაცვლად რუსთავის „ხარებიდან“ გიორგი ზაზაძეს უხმეს. ის საფრანგეთთან თამაშს მარქაფიდან იწყებს.

საქართველო:

ხაზი: 15. გიგა ყიფშიძე (ხვამლი), 14. საბა შარვაშიძე (აია), 13. იოანე ბასილაია (ლელო), 12. იკა კვარაცხელია (ლელო), 11. ლეონიდე სალდაძე (ლოკომოტივი), 10. ლუკა თვაური (ხვამლი), 9. დავით წიკლაური (ხვამლი);

შერკინება: 1. ლევან ეზიეშვილი (კლერმონი), 2. დავით არჩვაძე (ლელო), 3. ნიკა კუმარიტოვი (ლოკომოტივი), 4. გიორგი მეფარიშვილი (აია), 5. ნიკოლოზ ჩხორთოლია (კლერმონი), 6. თორნიკე ტორაძე (აია), 7. ლუკა საღინაძე (ლიონი, კაპ.), 8. გიორგი არძენაძე (ჩაქვი).

მარქაფა: 16. ანრი შველიძე (ბრივი), 17. არჩილ ნოზაძე (ყოჩები), 18. გიორგი ტურაშვილი (იფსვიჩი), 19. დავით ბარამია (ლელო), 20. დავით ბარბაქაძე (არმია), 21. თემურ ძოძუაშვილი (აია), 22. გიგი სირბილაძე (ლელო), 23. ნიკოლოზ ხალვაში (ლელო), 24. დათა ახვლედიანი (ლელო), 25. ლუკა გაბუნია (აია), 26. გიორგი ზაზაძე (ხარები).

მთავარი მწვრთნელი: ზურაბ ამონაშვილი, მწვრთნელები: პაატა მაისურაძე, მიხეილ სუჯაშვილი