რაგბი | ექვსი ერის ფესტივალზე გამგზავრებამდე საქართველოს 18-წლამდე ნაკრებმა საფრანგეთთან ტესტმატჩი გამართა #1TVSPORT
რაგბი | ექვსი ერის ფესტივალზე გამგზავრებამდე საქართველოს 18-წლამდე ნაკრებმა საფრანგეთთან ტესტმატჩი გამართა #1TVSPORT

საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები ექვსი ერის ფესტივალში მონაწილეობის მოსაღებად ემზადება, რომელიც საფრანგეთში გაიმართება. მოსამზადებელ ეტაპის ბოლოს უმცროსი „ბორჯღალოსნები“ „ავჭალის“ სტადიონზე საფრანგეთის 18-წლამდელთა ნაკრებს შეხვდნენ და 3:40 დამარცხდნენ.

ანგარიში ქართველებმა გახსნეს, მაგრამ შემდეგ ფრანგებმა პირველ ტაიმში – ორი, მეორეში კი ოთხი ლელო დადეს და საბოლოოდ მატჩი მათი გამარჯვებით დასრულდა.

უმცროსი „ბორჯღალოსნები“ 7 აპრილს საფრანგეთში გაემგზავრებიან. ექვსი ერის ფესტივალის მატჩები კი ქალაქ ვიშში გაიმართება. ფესტივალში, საქართველოსა და ექვსი ერის ქვეყნებთან (ინგლისი, საფრანგეთი, ირლანდია, უელსი, შოტლანდია, იტალია) ერთად, წელს პორტუგალიის ნაცვლად ესპანეთი ითამაშებს.

საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი:

10 აპრილი |  საქართველო – იტალია;

14 აპრილი | საქართველო – უელსი;

18 აპრილი | საქართველო – ირლანდია.

ირაკლი ტყემალაძის ფოტო, რაგბის კავშირის გვერდიდან