რაგბი | ექვსი ერის ფესტივალზე გაბრიელ რაზმაძე პირველი ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა #1TVSPORT
საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგეთის ქალაქ ვიშში ექვსი ერის ფესტივალში მონაწილეობს.
პირველი ტურის შეხვედრაში უმცროსი „ბორჯღალოსნები“ იტალიასთან 24:36 დამარცხდნენ. ქართველმა მორაგბეებმა ამ შეხვედრაში ოთხო ლელოს (ერთი საჯარიმო ლელო იყო) დადება მოახერხეს, ხოლო გაბრიელ რაზმაძე პირველი ტურის შემდეგ სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს.
საქართველოს ნაკრები ფესტივალზე მეორე შეხვედრას 14 აპრილს უელსთან გამართავს, ხოლო დასკვნით მატჩს 18 აპრილს ირლანდიის ნაკრებთან ჩაატარებს.
