რაგბი | ექვსი ერის 2025 წლის გათამაშების ლიდერი ორი ტურის შემდეგ ირლანდიის ნაკრებია #1TVSPORT
რაგბი | ექვსი ერის 2025 წლის გათამაშების ლიდერი ორი ტურის შემდეგ ირლანდიის ნაკრებია #1TVSPORT

რაგბში ექვსი ერის 2025 წლის გათამაშების მეორე ტურის მატჩები დასრულდა და გათამაშების ცხრილს სათავეში ირლანდიის ნაკრები ჩაუდგა.

მეორე ტური რომში, 8 თებერვალს იტალიისა და უელსის ნაკრებების შეხვედრით გაიხსნა. მასპინძლებმა მეტოქეს 22:15 მოუგეს და აქტივში პირველი გამარჯვება ჩაიწერეს. იტალიამ ერთი ლელოს დადება მოახერხა, ხოლო დანარჩენი ქულები საჯარიმო დარტყმებით დააგროვა.

განსაკუთრებით საინტერესო გამოვიდა ინგლისისა და საფრანგეთის ეროვნული გუნდების შეხვედრა, რომლის მთავარი მსაჯიც ქართველი ნიკა ამაშუკელი გახლდათ. ინგლისელებმა მეტოქეს ბოლო წუთზე მოუგეს –  26:25.

ტური დღეს, 9 თებერვალს ედინბურგში დაიხურა, სადაც შოტლანდიამ ირლანდიას უმასპინძლა და 18:32 დამარცხდა. ირლანდიელებმა მეტოქის ჩათვლის მოედანში 4 ლელო დადეს და ბონუსქულა დაიმსახურეს.

ექვსი ერი 2025, სატურნირო ცხრილი 2 ტურის შემდეგ:

  1. ირლანდია – 10 ქულა (2 გამარჯვება)
    2. საფრანგეთი – 6 ქულა (1 გამარჯვება, 1 მარცხი)
    3. ინგლისი – 6 ქულა (1 გამარჯვება, 1 მარცხი)
    4. შოტლანდია – 5 ქულა (1 გამარჯვება, 1 მარცხი)
    5. იტალია – 4 ქულა (1 გამარჯვება, 1 მარცხი)
    6. უელსი – 1 ქულა (2 მარცხი)

მესამე ტურის მატჩები:

22 თებერვალი | უელსი – ირლანდია
22 თებერვალი | ინგლისის – შოტლანდია
23 თებერვალი | იტალია – საფრანგეთი