რაგბი - ედო ჯონსი ინგლისის ნაკრებში მუშაობას გააგრძელებს
რაგბი - ედო ჯონსი ინგლისის ნაკრებში მუშაობას გააგრძელებს

ინგლისის რაგბის კავშირი ედი ჯონსს ახალ კონტრაქტს სთავაზობს. განცხადებას ფედერაციის აღმასრულებელი დირექტორი ბილ სვინი ავრცელებს.

მიუხედავად იმისა რომ ინგლისის მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა 2019 წლის მსოფლიოს თასისი ფინალური მატჩი სამხრეთ აფრიკასთან დათმო, ბრიტანელები ავსტრალიელი სპეციალისტის მუშაობას დადებითად აფასებენ.

ინგლისის რაგბის კავშირი ედი ჯონსს ახალ სამუშაო ხელშეკრულებას 2023 წლის ჩათვლით გაუხანგრძლივებს. მოქმედი კონტრაქტი კი 59 წლის ინგლისის მორაგბეთა ნაკრების მთავარ მწვრთნელს 2021 წლამდე აქვს.