რაგბი | ედი ჯონსმა „ბორჯღალოსნებთან“ მომავალ მატჩზე ისაუბრა - საქართველოს ნაკრები მსოფლიოში ყველაზე პროგრესირებადი გუნდია #1TVSPORT
რაგბი | ედი ჯონსმა „ბორჯღალოსნებთან“ მომავალ მატჩზე ისაუბრა - საქართველოს ნაკრები მსოფლიოში ყველაზე პროგრესირებადი გუნდია #1TVSPORT

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 22 ნოემბერს იაპონიის ნაკრებთან ტესტმატჩს გამართავს. „ბორჯღალოსნებთან“  მატჩამდე იაპონიის ნაკრები ირლანდიასთან (8 ნოემბერს) და უელსთან (15 ნოემბერს) ითამაშებს. იაპონელთა მთავარმა მწვრთნელმა, ედი ჯონსმა Japan Rugby-სთან საუბრისას შემოდგომის ტესტმატჩებზე კომენტარი გააკეთა და „ბორჯღალოსნებთან“ თამაშსაც შეეხო.

„მოხარულები ვართ, რომ წელს სამი შესანიშნავი ტესტმატჩით დავასრულებთ. ირლანდიას გამორჩეული შეტევა და მსოფლიო კლასის დაცვა ჰყავს. კარდიფში დიდებულ სტადიონზე უელსთან თამაში შეუდარებელია – ქომაგები ტრიბუნაზე საოცარ ატმოსფეროს ქმნიან. საქართველოს ნაკრები კი მსოფლიოში ყველაზე პროგრესირებადი გუნდია, რომელსაც ისტორიულად ძლიერ ფორვარდები ჰყავს, ახლა კი მათ ინდივიდუალური თამაშით გამორჩეული ხაზის მოთამაშეებიც ემატებიან. საქართველოში თამაში იაპონიის ნაკრებისთვის წლის ჩინებული დასასრული იქნება“.

შეგახსენებთ, რომ რომ იაპონიის ნაკრებთან საქართველოს შვიდი მატჩი აქვს ჩატარებული, რომელთაგან ორი „ბორჯღალოსნების“ გამარჯვებით დასრულდა, ხუთში კი წარმატებას იაპონელებმა მიაღწიეს.

13 ივლისი 2024, მიაგი | საქართველო – იაპონია 25:23

23 ივნისი 2018, აიჩი | იაპონია – საქართველო 28:0

12 ნოემბერი 2016, თბილისი | საქართველო – იაპონია  22:28

5 სექტემბერი 2015, გლოსტერი | იაპონია – საქართველო 13:10

23 ნოემბერი 2014, თბილისი | საქართველო – იაპონია 35:24

17 ნოემბერი 2012, თბილისი | საქართველო – იაპონია 22:25

14 მაისი 2006, ოსაკა | იაპონია – საქართველო 32:7