რაგბი | ძმანაშვილისა და აბრამიშვილის სადებიუტო ლელოები საფრანგეთის ჩემპიონატში [ვიდეო] #1TVSPORT

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის მთავარ დივიზიონში (TOP 14) 2025 წლის ბოლო ტურის მატჩები გაიმართება.

„კლერმონმა“ საკუთარ მოედანზე „ბორდოს“ უმასპინძლა და 34:19 დაამარცხა. მასპინძლეთა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო თამაში გიორგი ახალაძე, გიორგი ძმანაშვილი კი შეცვლაზე შევიდა და TOP 14-ში სადებიუტო ლელო მიითვალა.

„სტად ფრანსე“ სტუმრად დაძაბულ ბრძოლაში „ბაიონასთან“ 34:35 დამარცხდა. სტუმართა რიგებში სასტარტო შემადგენლობაში იყო გიორგი მელიქიძე, მაგრამ ამჯერად შედეგიანი მოქმედებით თავი არ გამოუჩენია, ხოლო შეცვლაზე შესულმა სერგო აბრამიშვილმა ლელოს დადება კი მოახერხა, მაგრამ მისმა გუნდმა მოგება ვერ შეძლო.

ისევე როგორც ძმანაშვილისთვის, აბრამიშვილისთვისაც ეს ლელო მიმდინარე სეზონში პირველი იყო.