რაგბი ძალადობის წინააღმდეგ - ბულინგის მსხვერპლ პატარა ბიჭს თანადგომა რაგბის ვარსკვლავებმა გამოუცხადეს
რაგბი ძალადობის წინააღმდეგ - ბულინგის მსხვერპლ პატარა ბიჭს თანადგომა რაგბის ვარსკვლავებმა გამოუცხადეს

პატარა ავსტრალიელი ბიჭის ამბავი, რომელიც თანაკლასელების ბულინგის მსხვერპლი გახდა, მთელ მსოფლიოს მოედო.

ბიჭს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მხარდაჭერა უამრავმა ადამიანმა გამოუცხადა, მაგრამ ამ ისტორიაში მთავარი როლი ავსტრალიელმა მორაგბეებმა შეასრულეს.

ცხრა წლის კვადენ ბეილსი ავსტრალიის „ყველა ვარსკლავის“ მატჩზე კონტინენტის საუკეთესო მორაგბეებმა მოედანზე გაიყვანეს.

სტადიონზე შეკრებილი გულშემატკივრები ბიჭს ოვაციებითა და აპლოდისმენტებით შეხვდნენ.