რაგბი | დიდი 10-ის ახალი სეზონი 25 სექტემბერს დაიწყება #1TVSPORT

16:29, 22.09.2026

რაგბიში დიდი 10-ის გათამაშების ახალი სეზონი 25 სექტემბერს დაიწყება და 2027 წლის მაისში დასრულდება.

ჩემპიონატის პირველი წრე 6 დეკემბრამდე გაგრძლედება, მეორე წრე კი სტარტს 2027 წლის 5 თებერვალს აიღებს. რეგულარული სეზონი 25 აპრილს დამთავრდება.

ჩემპიონატის ფორმატში ერთი მნიშვნელოვანი ცვლილებაა. რეგულარული სეზონის დასრულების შემდეგ, საჩემპიონო პლეიოფში ბრძოლას ექვსის ნაცვლად, ოთხი მოწინავე გუნდი გააგრძელებს. პირველ ადგილზე გასული მეოთხეადგილოსანს შეხვდება, მეორეადგილოსანი კი მესამეადგილოსანს დაუპირისპირდება. ნახევარფინალებიდან ერთი კვირის თავზე ფინალი და მესამე ადგილისთვის მატჩი გაიმართება.

დიდ ათი: „ბათუმი“, „არესი (ქუთაისი), „აია“ (ქუთაისი), „ხარები“ (რუსთავი), „ლელო სარასენსი“ (თბილისი), „ხვამლი“ (თბილისი), „არმია“ (თბილისი), „წიქარა“ (თბილისი), „გორი“, „ვეფხვები“ (პატარძეული).

პირველი ტური:

25 სექტემბერი

16:00, ბათუმი | „ბათუმი“ – „ვეფხვები“

26 სექტემბერი

16:00, „აია არენა“ | „აია“ – „წიქარა“

18:00, “რაგბი პლატო“ | „არმია“ – „ხარები“

27 სექტემბერი

16:00, გორი | „გორი“ – „არესი“

18:00, „ხვამლი არენა“  | „ხვამლი“ – „ლელო“

მსგავსი