რაგბი | დღეს თბილისსა და ქუთაისში 20-წლამდელთა შორის მსოფლიო თასი იწყება, საქართველო პირველ მატჩს უელსთან გამართავს – პირდაპირი რეპორტაჟები საქართველოს პირველ არხზე და პირველი არხი სპორტზე #1TVSPORT

09:00, 27.06.2026

27 ივნისიდან 18 ივლისის ჩათვლით თბილისსა და ქუთაისში 20-წლამდე მორაგბეთა შორის მსოფლიო თასის გათამაშება გაიმართება. ტურნირი წელს განსხვავებული ფორმატით იმართება და მასში 16 გუნდი მონაწილეობს, რომლებიც ოთხ ჯგუფში არიან გადანაწილებულნი. საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები მსოფლიო თასზე 2016 წლიდან ზედიზედ მერვედ ითამაშებს.

უმცროსი „ბორჯღალოსნები“ ტურნირის გახსნის მატჩს უელსის ნაკრებთან „ავჭალის“ სტადიონზე გამართავს – შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება.

მსოფლიო თასის მატჩების პირდაპირ რეპორტაჟებს საქართველოს პირველი არხი და პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.

U20 რაგბი | მსოფლიო თასის ჯგუფები:

A ჯგუფი: სამხრეთ აფრიკა, უელსი, საქართველო, ურუგვაი;

B ჯგუფი: ახალი ზელანდია, იტალია, შოტლანდია, იაპონია;

C ჯგუფი: არგენტინა, ინგლისი, ირლანდია, აშშ;

D ჯგუფი: საფრანგეთი, ავსტრალია, ესპანეთი, ფიჯი.

ჯგუფური ეტაპის შეხვედრებს საქართველოს ნაკრები თბილისში, „ავჭალის“ სტადიონზე გამართავს:

27 ივნისი, 18:00 | საქართველო – უელსი

2 ივლისი, 20:30 | საქართველო – სამხრეთ აფრიკა

7 ივლისი, 20:30 | საქართველო – ურუგვაი

ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ ჯგუფების გამარჯვებული ოთხი გუნდი ტიტულისთვის გააგრძელებს ბრძოლას, დანარჩენები კი ჯგუფში დაკავებული ადგილის მიხედვით, შესაბამის პლეიოფში (ნახევარფინალი და ფინალი) გადაინაცვლებენ.

მსოფლიო თასის დაწყებამდე საქართველოს ნაკრებმა ნაყოფიერი მოსამზადებელი პერიოდი გაიარა, დასკვნით ეტაპზე კი ორი ე.წ. „გასახურებელი“ მატჩი გამართა – დაამარცხა აშშ-ისა (52:17) და ახალი ზელანდიის (22:19) 20-წლამდელთა ნაკრებები.

უელსთნ მატჩამდე უმცროსი „ბორჯღალოსნების“ მთავარმა მწვრთნელმა ვიქტორ კოლელიშვილმა კომენტარი გააკეთა:

„უელსთან მატჩში მნიშვნელოვანი იქნება თამაშის მართვა, ემოციების კონტროლი და თავიდან ბოლომდე გაძლება. თამაშის წინ ამხანაგურ მატჩში ახალი ზელანდიის დამარცხება ბიჭებისთვის უდიდესი სტიმულია, თანაც, გუნდმა ხარისხიანი თამაში აჩვენა. ამ მოგების შემდეგ უფრო თავდაჯერებულები ვართ.

უელსთან მძიმე თამაში იქნება. თადარიგში ექვსი მორკინალის დაყენება იმიტომ გადავწყვიტეთ, რომ გვინდა, შერკინებასა და მოლში, ასევე ძალისმიერ თამაშში უფრო მეტი ხარისხი გვქონდეს. ეს ჩვენი უპირატესობა იქნება, რაც საშუალებას მოგვცემს, მეტოქის დაცვაში სივრცე შევქმნათ“

საქართველო – უელსი. გუნდების შემადგენლობები:

საქართველო

ხაზი: 15. ნიკოლოზ ხალვაში, 14. ლუკა ტაბატაძე, 13. ლეონიდე სალდაძე, 12. დავით ბარბაქაძე, 11. ავთანდილ ზვიადაძე, 10. მათე მახარაძე, 9. თემურ ძოძუაშვილი;

შერკინება: 1. გიორგი ტურაშვილი, 2. გიორგი აღნიაშვილი, 3. გაბრიელ რაზმაძე, 4. დავით ბარამია, 5. ნიკოლოზ ჩხორთოლია, 6. გიორგი ზაზაძე, 7. ლუკა ნარსია (კაპ.), 8. მიხეილ შიოშვილი.

სათადარიგოები: 16. დავით არჩვაძე, 17. ნიკოლოზ ბალანჩივაძე, 18. ლევან ეზიეშვილი, 19. ანდრია ბილანიშვილი, 20. გიორგი არძენაძე, 21. ირაკლი ყოლბაია; 22. დაჩი წიკლაური, 23. დათა ახვლედიანი.

 უელსი

ხაზი: 15. ლუის ედვარდსი, 14. რისი კამინგსი, 13. ოსიან ლუისი, 12. სტეფან ემანუელი (კაპ), 11. ტომ ბოუნი, 10. კარვინ ლეგატი ჯონსი, 9. სიონ დევისი;

შერკინება: 1. ჯორჯ ტაკლი, 2. ტომ ჰაუ, 3. ჯაკ პრიტჩარდი, 4. უილ ევანსი, 5. ტომ კოტლი, 6. დეიან გუინე, 7. კაიო ჯეიმსი, 8. ევან მინტო;

სათადაროგოები: 16. ოსკარ თომასი, 17. დილან ჯეიმსი, 18. იესტინ კუკი, 19. ოსიან ჯასტინ უილიამსი, 20. სემ მორგანი, 21. კაი გეალი, 22. ლოიდ ლუკასი, 23. დილან სკოტი.

განვლილი შვიდ მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრებს საუკეთესო შედეგი 2023 წელს ჰქონდა (მე-8 ადგილი), სამ-სამჯერ კი მე-9 და მე-10 ადგილს დასჯერდა.

U20 რაგბი | მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის განრიგი:

27 ივნისი


13:00 – თბილისი, „ავჭალა“ | არგენტინა – აშშ (C ჯგუფი)

15:30 – თბილისი, „ავჭალა“ | ინგლისი – ირლანდია (C)

18:00 – თბილისი, „ავჭალა“ | უელსი – საქართველო (A)

20:30 – თბილისი, ავჭალა“ – სამხრეთ აფრიკა – ურუგვაი (A)


13:00 – ქუთაისი, „აია არენა | იტალია – შოტლანდია (B)

15:30 – ქუთაისი, „აია არენა“ | ახალი ზელანდია – იაპონია (B)

18:00 – ქუთაისი, „აია არენა“ | საფრანგეთი – ფიჯი (D)

20:30 – ქუთაისი, „აია არენა“ | ავსტრალია – ესპანეთი (D)

2 ივლისი


13:00 – თბილისი, „ავჭალა“ | უელსი – ურუგვაი (A)

15:30 – თბილისი, „ავჭალა“ | არგენტინა – ირლანდია (C)

18:00 – თბილისი, „ავჭალა“ | ინგლისი – აშშ (C)

20:30 – თბილისი, ავჭალა“ – სამხრეთ აფრიკა – საქართველო (A)


13:00 – ქუთაისი, „აია არენა | საფრანგეთი – ესპანეთი (D)

15:30 – ქუთაისი, „აია არენა“ | ავსტრალია – ფიჯი (D)

18:00 – ქუთაისი, „აია არენა“ | ახალი ზელანდია – შოტლანდია (B)

20:30 – ქუთაისი, „აია არენა“ | იტალია – იაპონია (B)

7 ივლისი


13:00 – თბილისი, „ავჭალა“ | ირლანდია – აშშ (C)

15:30 – თბილისი, „ავჭალა“ | არგენტინა – ინგლისი (C)

18:00 – თბილისი, „ავჭალა“ | სამხრეთ აფრიკა – უელსი (A)

20:30 – თბილისი, ავჭალა“ | საქართველო – ურუგვაი (A)


13:00 – ქუთაისი, „აია არენა | ახალი ზელანდია – იტალია (B)

15:30 – ქუთაისი, „აია არენა“ | შოტლანდია – იაპონია (B)

18:00 – ქუთაისი, „აია არენა“ | საფრანგეთი – ავსტრალია (D)

20:30 – ქუთაისი, „აია არენა“ | ესპანეთი – ფიჯი (D)

საქართველოს ნაკრების სრული შემადგენლობა მსოფლიო თასზე:

შერკინება: გიორგი ტურაშვილი („კასტრი“, საფრანგეთი), ნიკოლოზ  ბალანჩივაძე („ორიაკი“, საფრანგეთი), ლუკა იასეშვილი („ხარები“), დავით არჩვაძე („ლელო“), ანრი შველიძე („ბრივი“, საფრანგეთი), გიორგი აღნიაშვილი („კარკასონი“, საფრანგეთი), ლევან ეზიეშვილი („მონტობანი“, საფრანგეთი), საბა ნოზაძე („ნევერი“, საფრანგეთი), გაბრიელ რაზმაძე („ორიაკი“, საფრანგეთი), ნიკოლოზ ჩხორთოლია („მონპელიე“, საფრანგეთი), ანდრია ბილანიშვილი („ლელო“), დავით ბარამია („ტულონი“), ლუკა ნარსია („აია“), გიორგი ზაზაძე („ხარები“), გიორგი არძენაძე („კოლხი რაინდები“), ირაკლი ყოლბაია („ლელო“), მიხეილ შიოშვილი („ტულონი“, საფრანგეთი);

ხაზი: გიორგი ხონელიძე („ტულონი“, საფრანგეთი), დაჩი წიკლაური („ხვამლი“), თემურ ძოძუაშვილი („აია“), მათე მახარაძე („ხვამლი“), ლეონიდე სალდაძე („ლოკომოტივი“), დავით ბარბაქაძე („ლიონი“ საფრანგეთი), დემეტრე დევდარიანი („ლელო“), დათა ახვლედიანი („ლელო“), ავთანდილ ზვიადაძე („აია“), ლუკა ტაბატაძე („არმია“), საბა ნატროშვილი („არმია“), ნიკოლოზ ხალვაში („ლელო“), დათა არობელიძე („არმია“);

მთავარი მწვრთნელი: ვიტო კოლელიშვილი.

მწვრთნელები: მიხეილ ნარიაშვილი, გიორგი ბეგაძე, თორნიკე ბუბუტეიშვილი, რატი შანიძე.

მსგავსი