რაგბი | დავით ნინიაშვილმა ტრავმა მიიღო და დაახლოებით 2-3 კვირა ვერ ითამაშებს #1TVSPORT
რაგბი | დავით ნინიაშვილმა ტრავმა მიიღო და დაახლოებით 2-3 კვირა ვერ ითამაშებს #1TVSPORT

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ლიდერი დავით ნინიაშვილი საფრანგეთის ჩემპიონატის (TOP 14) მე-20 ტურში „ბაიონასთან“ შეხვედრის 31-ე წუთზე, მაღალ ბურთისთვის ბრძლის დროს მეტოქეს შეეჯახა და ტრავმა მიიღო.

„ბორჯღალოსნების“ ფულბეკს სამედიცინო დახმარება ჯერ მოედანზე აღმოუჩინეს, შემდეგ კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც გაირკვა, ნინიაშვილმა ტვინის მძიმე შერყევა მიიღო. FreeRugby.ge-ს მიერ გავრცელებული ინფორმაცით, ქართველი მორაგბე ამჟამად თავს კარგად გრძნობს, კლინიკიდან უკვე გაწერეს, გუნდთან ერთად ლიონში ბრუნდება და, პროტოკოლის მიხედვით, მინიმუმ, 2-3 კვირას გამოტოვებს.