რაგბი | დავით ნინიაშვილმა საფრანგეთის ჩემპიონატში მეხუთე ლელო დადო [ვიდეო] #1TVSPORT
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატში (TOP 14) ახალ წლამდე ბოლო ტურის მატჩები გაიმართა. „ლა როშელი, სადაც დავით ნინიაშვილი თამაშობს,“ სტუმრად „ტულუზს“ შეხვდა და 14:60 დამარცხდა.
ანგარიში მე-5 წუთზე „ლა როშელმა“ გახსნა, ლელო კი დავით ნინიაშვილის ანგარიშზეა. თუმცა ამის შემდეგ უპირატესობა მასპინძლებმა მოიპოვეს და საბოლოოდ დიდი ანგარიშით მოიგეს.
ნინიაშვილმა „ლა როშელში“ მიმდინარე სეზონში მეხუთე ლელო დადო, მისი გუნდი კი 31 ქულით მე-11 ადგილზეა.