რაგბი | დავით ნინიაშვილმა ახალი წლის პირველ მატჩში ლელო დადო #1TVSPORT
რაგბი | დავით ნინიაშვილმა ახალი წლის პირველ მატჩში ლელო დადო #1TVSPORT

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის  მთავარ დივიზიონში (TOP 14) 2026 წელს პირველი მატჩი გამართა „ლა როშელმა“, რომელმაც „ტულონს“ უმასპინძლა და 66:0 დაამარცხა.

მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო დავით ნინიაშვილი, რომელმაც მეორე ტაიმის დასაწყისში ლელო დადო.

საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერისთვის TOP 14-ის მიმდინარე სეზონში ეს მე-6 ლელოა.

ნინიაშვილმა მატჩი სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და მეორე ტაიმში შეცვალეს, ხოლო მისი თანაგუნდელები ნიკა სუთიძე და ალექსანდრე ქუნთელია შეხვედრაში მეორე ტაიმიდან ჩაერთვნენ.

„ტულონის“ სასტარტო შემადგენლობაში დაიწყეს თამაში გიორგი ჯავახიამ და ნიკოლოზ ნარმანიამ – ისინი მეორე ტაიმში შეცვალეს.