რაგბი | დავით ნინიაშვილის მესამე ლელო მიმდინარე სეზონში - „ლა როშელმა“ „ლიონს“ მოუგო [ვიდეო] #1TVSPORT
რაგბი | დავით ნინიაშვილის მესამე ლელო მიმდინარე სეზონში - „ლა როშელმა“ „ლიონს“ მოუგო [ვიდეო] #1TVSPORT

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის მთავარ დივიზიონში (TOP 14) მეშვიდე ტურის მატჩი ჩაატარა დავით ნინიაშვილის „ლა როშელმა“, რომელიც ქართველი მორაგბის ყოფილ კლუბს, „ლიონს“ დაუპირისპირდა და 36:19 მოუგო.

ნინიაშვილი „ლა როშელის“ სასტარტო შემადგენლობაში იყო  და როცა მე-18 წუთზე ლელო დადო, არ აღნიშნა, რაც TOP 14-ის ოფიციალურმა გვერდმაც აღნიშნა:

„დავით ნინიაშვილის ბრწყინვალე საქციელი. „ლიონის“ მაისურით გატარებული ყველა სეზონი მისთვის დაუვიწყარი იყო, რის გამოც „ლა როშელის“ ახალწვეულმა ყოფილ გუნდთან ლელო არ იზეიმა“.

ნინიაშვილისთვის „ლიონთან“ დადებული ლელო მიმდინარე სეზონში მესამეა, მანამდე მან თავი „კლერმონთან“ და „მონტობანთან“ მატჩებშიც გამოიჩინა.

ნინიაშვილის გარდა „ლა როშელის“ ძირითად შემადგენლობაში ნიკა სუთიძემ და ალექსანდრე ქუნთელიამ ითამაშეს. ლიონელთა სასტარტოში დაიწყო თამაში ბექა საღინაძემ (რომელიც გუნდის კაპიტანია), ხოლო ირაკლი აფციაური შეცვლაზე შევიდა.