რაგბი | დავით ნინიაშვილის ლელო ჩემპიონთა თასის ზედიზედ მეორე მატჩში, ჭუმბაძის დუბლი ჩელენჯ თასზე #1TVSPORT
რაგბის ჩემპიონთა თასის გათამაშებაში „ლა როშელმა“ „ჰარლიქუინს“ უმასპინძლა. ფრანგულ კლუბს პლეი ოფში გასვლის შანსი ჰქონდა, მაგრამ შეხვედრა 17:27 დათმო და ბრძოლას ჩელენჯ თასის მერვედფინალში განაგრძობს.
ანგარიში „ლა როშელმა“ დავით ნინიაშვილის მიერ დადებული ლელოთი გახსნა, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და საბოლოოდ მაინც დამარცხდა.
ნინიაშვილი, ბოლო ოთხი მატჩია, მოედანს ლელოს გარეშე არ ტოვებს, ჩემპიონთა თასზე ზედიზედ მეორე მატჩში შეძლო თავის გამოჩენა, სულ კი „ლა როშელში“ სადებიუტო სეზონში მის ანგარიშზე 14 მატჩში რვა ლელოა (ორი ჩემპიონთა თასზე, ექვსი საფრანგეთის ჩემპიონატში).
ჩელენჯ თასის გათამაშებაში „ექსეტერმა“ „კარდიფი“ 31:0 დაამარცხა. მასპინძლეთა სასტარტო შემადგენლობაში იყო ბაჩუკი ჭუმბაძე, რომელმაც ამ შეხვედრაში დუბლი შეასრულა. „ექსეტერმა“ ჯგუფური ეტაპი მესამე ადგილზე დაასრულა და პლეი ოფის საგზური მოიპოვა.