რაგბი | დავით ნინიაშვილის ლელო ჩელენჯ თასზე - „ლიონი“ პლეი ოფში ითამაშებს [ვიდეო] #1TVSPORT
რაგბი | დავით ნინიაშვილის ლელო ჩელენჯ თასზე - „ლიონი“ პლეი ოფში ითამაშებს [ვიდეო] #1TVSPORT

ჩელენჯ თასზე ჯგუფური ტურნირის ბოლო ტურის მატჩები გაიმართა. A ჯგუფში „ლიონმა“ საკუთარ მოედანზე სამხრეთაფრიკულ „ჩიტაზს“ უმასპინძლა და დიდი სხვაობით, 68:21 დაამარცხა.

ლიონელთა ძირითად შემადგენლობაში დაიწყეს თამაში დავით ნინიაშვილმა და ბექა საღინაძემ, რომელიც გუნდის კაპიტანი იყო.

მასპინძლებმა 10 ლელო დადეს. აქედან პირველი მატჩის მე-9 წუთზე საქართველოს ნაკრების ფულბეკის, დავით ნინიაშვილის ანგარიშზეა. ლელო კი შესანიშნავი გამოვიდა – საქართველოს ნაკრების ლიდერმა მეტოქის ნახევრიდან ფეხით გადმოტანილი ბურთი თავისი გუნდის 22-მეტრიანი ზონის სიახლოვეს დაიჭირა, დაახლოებით 70-მეტრიანი სოლო რეიდი განახორციელა და ბურთი მეტოქის ჩათვლის მოედანში დაამიწა.

ბექა საღინაძე 41-ე წუთზე შეცვალეს, ნინიაშვილმა კი მოედანი 48-ე წუთზე დატოვა.

„ლიონმა“ თოთხმეტი ქულა დააგროვა, ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა და პლეი ოფში გავიდა, სადაც აპრილში სამხრეთაფრიკულ „შარკსს“ დაუპირისპირდება.