რაგბი | დავით ნინიაშვილი მძიმე ტრავმას გადაურჩა – საქართველოს ნაკრების კაპიტანი ვარჯიშს მალე განაახლებს #1TVSPORT
რაგბის ერთა თასზე ჩილესთან მატჩში საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, დავით ნინიაშვილმა ტრავმა მიიღო და თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო. ნინიაშვილის ტრავმის შესახებ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, პიერ-ანრი ბრონკანმა ფრანგულ გამოცემა „ეკიპთან“ ისაუბრა.
„ნინიაშვილი მძიმე ტრავმას გადაურჩა, არაფერი სერიოზული და საშიში არ არის, მყესების უბრალო დაჭიმულობაა, მატჩის მეორე დღეს ტკივილსაც ვეღარ გრძნობდა“, – თქვა ბრონკანმა.
ზაფხულის ერთა თასზე ნინიაშვილმა მონაწილეობა საქართველოს ნაკრებმა სამივე მატჩში მიიღო – „ბორჯღალოსნებმა“ ახალი ტურნირის პირველ წრეში ურუაგვაი (41:34), სამოა (33:12) და ჩილე (49:22) დაამარცხეს.