რაგბი | დავით ნინიაშვილი დაბრუნდა და „მონპელიესთან“ ლელო დადო [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ნინიაშვილმა ტრავმა მოირჩინა და მოედანზე საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის (TOP 14) 21-ე ტურში დაბრუნდა, რომელშიც „ლიონმა“ „მონპელიეს“ უმასპინძლა და 32:23 დაამარცხა.

ლიონელთა მოგებაში თავისი წვლილი ნინიაშვილმაც შეიტანა, რომელმაც 34-ე წუთზე ლელო დადო.

რეგულარული სეზონის დასრულებამდე ხუთი ტურით ადრე „ლიონი“ 48 ქულით მე-6 ადგილზეა და პლეი ოფში მოსახვედრად იბრძვის.