რაგბი | ჩელენჯ თასზე წლის პირველი მატჩისთვის „შავი ლომის“ შემადგენლობა ცნობილია #1TVSPORT
რაგბი | ჩელენჯ თასზე წლის პირველი მატჩისთვის „შავი ლომის“ შემადგენლობა ცნობილია #1TVSPORT

11 იანვარს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე „შავი ლომი“ ჩელენჯ თასის მესამე ტურის შეხვედრაში საფრანგეთის TOP 14-ის წარმოამდგენელ „ბაიონას“ უმასპინძლებს. შეხვედრა 19:15 საათზე დაიწყება. ამ შეხვედრის მოგების შემთხვევაში ქართულ გუნდს ჩელენჯ თასის გათამაშების პლეი ოფში გასვლის კარგი შანსი ექნება.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე გათამაშებაში „შავმა ლომმა“ ორი თამაში გამართა, თბილისში 22:19 დაამარცხა ფრანგული „ვანი“, ხოლო „სკარლეტსთან“ სტუმრად 18:36 დამარცხდა.

„სკარლეტსთან“ სტუმრად ჩატარებული მატჩის შემდეგ უცვლელი დარჩა უკანა ხაზი. ღერძზე თამაშს თენგიზ პერანიძე და ლუკა მატკავა იწყებენ, ცენტრში თორნიკე კახოიძე და დემე თაფლაძე ითამაშებენ, ფრთებზე კი – ამირან შვანგირაძე და აკაკი ტაბუცაძე. ფულბეკის პოზიციას ლუკა ცირეკიძე დაიკავებს.

რამდენიმე ცვლილებაა შერკინებაში. კვაჭისა და მარცხენა ბურჯის პოზიციაზე შალვა მამუკაშვილი და დავით აბდუშელიშვილი ბრუნდებიან, მარჯვენა ბურჯი კვლავ გიორგი ჩხარტიშვილი იქნება. მეორე ხაზში მიხეილ ბაბუნაშვილს ამჯერად გურამ ღანიაშვილი შეუწყვილდება; მესამე ხაზში გამოჩნდა მიხეილ გაჩეჩილაძე, რომელიც სანდრო მამამთავრიშვილსა და ლუკა ივანიშვილს შეუერთდება.

23-კაციან განაცხადში ორი ისეთი მორაგბეა, რომელთაც „შავი ლომის“ შემადგენლობაში ჩელენჯ თასზე ჯერ არ უთამაშიათ – მეორეხაზელი გურამ ღანიაშვილი და მესამეხაზელი მიხეილ გაჩეჩილაძე.

„შავი ლომის“ შემადგენლობა:

ხაზი: 15. ლუკა ცირეკიძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. დემურ თაფლაძე, 12. თორნიკე კახოიძე, 11. ამირან შვანგირაძე, 10. ლუკა მატკავა (კაპ.), 9. თენგიზ პერანიძე;

შერკინება: 1. დათო აბდუშელიშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. გიორგი ჩხარტიშვილი, 4. მიხეილ ბაბუნაშვილი, 5. გურამ ღანიაშვილი, 6. სანდრო მამამთავრიშვილი, 7. მიხეილ გაჩეჩილაძე, 8. ლუკა ივანიშვილი (კაპ.).

მარქაფა: 16. ირაკლი ქვათაძე, 17. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 18. ბაჩუკი ჭუმბაძე, 19. ლადო ჩაჩანიძე, 20. გიორგი სინაურიძე; 21. დავით ხუროშვილი, 22. იოანე მეტრეველი, 23. ალექსანდრე თოდუა.