რაგბი | ჩელენჯ თასზე „შავმა ლომმა“ მესამე შეხვედრა გამართა #1TVSPORT
„შავმა ლომმა“ ჩელენჯ თასის მესამე ტურის შეხვედრაში საფრანგეთის TOP 14-ის წარმომადგენელ „ბაიონას“ უმასპინძლა და 16:41 დამარცხდა.
შავი ლომი – ბაიონა 16:41
ლელო: ივანიშვილი
გარდასახვა: მატკავა
ჯარიმა: მატკავა (3)
„შავი ლომი“ მატჩის დასაწყისში ლუკა მატკავას მიერ გატანილი ორი საჯარიმო დარტყმით დაწინაურდა, მაგრამ შემდეგ ფრანგმა მორაგბეებმა ორი გარდასახული ლელო დადეს და ერთი ჯარიმაც გაიტანეს.
მასპინძლებმა დიდი ძალებით შეუტიეს, ჯერ ლუკა მატკავამ ჯარიმით შეამცირა უპირატესობა, პირველი ტაიმის ბოლო წუთზე კი ლუკა ივანიშვილმა ლელო დადო (მატკავამ ზუსტად გარდასახა) და შეხვედრის პირველი ნახევარი ქართულმა გუნდმა მინიმალური ანგარიშით 16:17 დათმო.

მეორე ტაიმი „ბაიონამ“ უკეთ ჩაატარა, კიდევ ოთხი ლელო დადო და ბონუს ქულაც მოიპოვა. „შავმა ლომმა“ კი მეორე ნახევარში ქულის მოპოვება ვერ მოახერხა და საბოლოოდ 16:41 დამარცხდა.
ჩელენჯ თასზე მომდევნო მატჩს „შავი ლომი“ სტუმრად შოტლანდიაში „ედინბურგთან“ 19 იანვარს გამართავს.