რაგბი | ჩელენჯ თასზე „შავი ლომის“ მეტოქეები ცნობილია #1TVSPORT

17:27, 01.07.2026

„შავი ლომი“ 2026-2027 წლების სეზონში ჩელენჯ თასზე ზედიზედ მეოთხედ ითამაშებს.

დღეს გამართული წილისყრის შედეგად მომავალ გათამაშებაში ქართული გუნდის მეტოქეები გამოვლინდნენ.

„შავი ლომი“ მესამე ჯგუფში მოხვდა, სადაც მასთან ერთად „ტულონი“ (საფრანგეთი), „ვანი“ (საფრანგეთი), „ჰარლიქვინზი“ (ინგლისი), „ედინბურგი“ (შოტლანდია) და „ოსფრიზი“ (უელსი) ითამაშებენ.

პირველი ჯგუფი: „ჩიტასი“ (სამხრეთ აფრიკა), „ალსთერი“ (ირლანდია), „პერპინიანი“ (საფრანგეთი), „ბაიონი“ (საფრანგეთი), „დრაგონსი“ (უელსი), „ძებრე“ (იტალია);

მეორე ჯგუფი: „ბენეტონი“ (იტალია), „ლიონი“ (საფრანგეთი), „კასტრი“ (საფრანგეთი), „შარქსი“ (სამხრეთ აფრიკა), „ნიუკასლი“ (ინგლისი), „სკარლეტსი“ (უელსი).

მატჩების ჩატარების დრო და ადგილი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

მსგავსი