რაგბი | ჩელენჯ თასზე „მონპელიესთან“ მატჩისთვის „შავი ლომი“ 30 მორაგბით ემზადება #1TVSPORT
რაგბი | ჩელენჯ თასზე „მონპელიესთან“ მატჩისთვის „შავი ლომი“ 30 მორაგბით ემზადება #1TVSPORT

„შავი ლომი“ ჩელენჯ თასის გათამაშების მესამე სეზონს 6 დეკემბერს „მონპელიესთან“ მატჩით იწყებს – შეხვედრა „ავჭალის“ სტადიონზე 19:15 საათზე დაიწყება.

მომავალი მატჩისთვის რიჩარდ კოკერილის გუნდი 30 მორაგბით  ემზადება, საიდანაც 19 მორკინალი და 11 ხაზის მოთამაშეა. კანადასთან მიღებული ტრავმის გამო ფრანგულ კლუბთნ შეხვედრას ბურჯი დავით აბდუშელიშვილი გამოტოვებს, მის ნაცვლად სამწვრთნელო შტაბმა „ბათუმიდან“ გიგა კობახიძე დაიმატა.

„შავი ლომის“ შემადგენლობა „მონპელიესთან“ მატჩისთვის:

შერკინება: ნიკოლოზ ხატიაშვილი, ვასილ კაკოვინი, გიგა კობახიძე, შალვა მამუკაშვილი, ირაკლი ქვათაძე, თამაზ ჭამიაშვილი, გიორგი ჩხარტიშვილი, ბადრი ციხისთავი, კახაბერ დარბაიძე, დემურ ეფრემიძე, მიხეილ ბაბუნაშვილი (კაპ.), გიორგი ნიკოლაძე, გიორგი კერვალიშვილი, გურამ ღანიაშვილი, იოსებ გუშარაშვილი, გიორგი სინაურიძე, ლაშა ციხისთავი, გიორგი ცუცქირიძე, სანდრო მამამთავრიშვილი.

ხაზი: თენგიზ პერანიძე, გიორგი სპანდერაშვილი, ლუკა ცირეკიძე, თორნიკე კახოიძე, დემურ თაფლაძე, ზაურ ლუტიძე, შალვა აფციაური, ამირან შვანგირაძე, ალექსანდრე თოდუა, აკაკი ტაბუცაძე, ლუკა თაყაიშვილი.

თამაშამდე „შავმა ლომმა“ ღია ვარჯიში გამართა, რომლის შემდეგაც მთავარმა მწვრთნელმა, რიჩარდ კოკერილმა და გუნდის კაპიტანმა მიხეილ ბაბუნაშვილმა მომავალ მატჩზე კომენტარი გააკეთეს:

რიჩარდ ქოქრილი: „მომავალი შეხვედრისთვის კარგად მოვემზადეთ. დაძაბულ და რთულ თამაშს ველოდებით, მაგრამ მოსაგებად უნდა ვითამაშოთ. ჩელენჯ თასი ჩვენთვის სხვა დონეა. „მონპელიე“ დიდი კლუბია, მათი ბიუჯეტი 32 მილიონი ევროა, რაც ჩვენგან ძალიან განსხვავებულია. იმედია, რომ „ავჭალაზე“ ჩვენს მხარდასაჭერად ბევრი გულშემატკივარი მოვა“.

მიხეილ ბაბუნაშვილი: „ორი კვირის წინ შევიკრიბეთ და მოსამზადებლად არც ისე დიდი დრო გვქონდა, თუმცა ამ მოკლე პერიოდში ყველა მნიშვნელოვანი დეტალი დავამუშვეთ და ვეცდებით, ჩვენი გეგმა მოედანზე გადავიტანოთ“.