რაგბი | ჩელენჯ თასზე „ძებრესთან“ გადამწყვეტი მატჩისთვის „შავი ლომის“ შემადგენლობა ცნობილია #1TVSPORT
17 იანვარს „შავი ლომი“ ჩელენჯ თასზე ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩს თბილისში, „ავჭალის“ სტადიონზე იტალიურ „ძებრესთან“ გამართავს – შეხვედრა 17:00 საათზე დაიწყება.
იტალიურ კლუბთან მატჩისთვის „შავი ლომის“ სამწვრთნელო შტაბმა შემადგენლობა დაასახელა.
„მონტობანთან“ მატჩის შემდეგ შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილება განხორციელდა. ფულბეკის პოზიციაზე სასტარტოში დაიწყებს თამაშს შალვა აფციაური, რომელიც ლუკა თაყაიშვილს შეცვლის. სათადარიგოთა შორის, გიგა კობახიძის ნაცვლად, ნიკოლოზ ხატიაშვილი იქნება, მარქფაში ერთი დებიუტანტი რომა მახათაძეა.
„ძებრესთან“ მომავალ მატჩზე კომენტარი „შავი ლომის“ დროებითმა მთავარმა მავრთნელმა მარკო ბარტოლამმა გააკეთა:
„მოსამზადებელმა პერიოდმა ძალიან კარგად ჩაიარა. გასული თამაშის შემდეგ მნიშვნელოვანი იყო, ენერგია აღგვედგინა. „ძებრესთან“ თამაშში უფრო ეფექტურები უნდა ვიყოთ როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში და ვარჯიშებისას ამას დიდი ყურადღება დავუთმეთ. მოუთმენლად ველოდები, თუ როგორ ითამაშებენ ბიჭები საკუთარი გულშემატკივრების წინაშე“.
„მონტობანთან“ ბონუსქულით მოგების შემდეგ „შავ ლომს“ პლეი ოფში გასვლის შანსი აქვს. გუნდი სატურნირო ცხრილში ხუთი ქულით მე-5 ადგილზეა და მესამეადგილოსან „ძებრეს“ ოთხი ქულით ჩამორჩება.
პლეი ოფში გასასვლელად „შავმა ლომმა“ იტალიელებს თბილისში ბონუსქულით (მინიმუმ, 4 ლელო უნდა გავიტანოთ) უნდა მოუგოს, თანაც ისე, რომ სტუმრებმა ქულაც ვერ აიღონ (4 ლელოს გატანისთვის ან 7 და ნაკლები ქულის სხვაობით მარცხისთვის). თუ „ძებრემ“ ოთხი ლელო დადო, მაშინ „შავმა ლომმა“ მეტოქეს 33-ქულიანი სხვაობით უნდა მოუგოს.
შავი ლომი
ხაზი: 15. შალვა აფციაური, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. დემურ თაფლაძე, 12. თორნიკე კახოიძე, 11. სანდრო თოდუა, 10. ლუკა ცირეკიძე, 9. თენგიზ პერანიძე;
შერკინება: 1.ვასილ კაკოვინი, 2. ირაკლი ქვათაძე, 3. გიორგი ჩხარტიშვილი, 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (კაპ.), 5. დემურ ეფრემიძე, 6. ლაშა ციხისთავი, 7. გიორგი ცუცქირიძე, 8. გიორგი სინაურიძე.
სათადარიგოები: 16. თამაზ ჭამიაშვილი, 17. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 18. კახაბერ დარბაიძე, 19. გუგა ღანიაშვილი, 20. გიორგი კერვალიშვილი; 21. გიორგი სპანდერაშვილი, 22. ზაურ ლუტიძე, 23. რომა მახათაძე.