რაგბი | ჩელენჯ თასის მეორე ტურის მატჩისთვის „შავი ლომის“ შემადგენლობა ცნობილია #1TVSPORT
რაგბი | ჩელენჯ თასის მეორე ტურის მატჩისთვის „შავი ლომის“ შემადგენლობა ცნობილია #1TVSPORT

ჩელენჯ თასის 2025/26 წლების სეზონის მეორე ტურის მატჩს „შავი ლომი“ ირლანდიაში „ქონაჰის“ წინააღმდეგ გამართავს – შეხვედრა გალვეის „დექსქომ სთედიუმზე“ 13 დეკემბერს, 23:59 საათზე დაწყება.

მთავარმა მწვრთნელმა, რიჩარდ კოკერილმა ირლანდიელებთან მატჩისთვის შემადგენლობა დასახელა.

„მონპელიესთან“ მატჩისგან განსხვავებით, რომელიც „შავმა ლომმა“ თბილისში 13:24 წააგო, სამწვრთნელო შტაბმა შემადგენლობაში ცვლილებები განახორციელა. მათ შორის ერთი სასტარტოში, სადაც თამაშს ლაშა ციხისთავი დაიწყებს, ორი კი სათადარიგოებში – ჩელენჯ თასზე დებიუტი ექნებათ გურამ ღანიაშვილსა და ზაურ ლუტიძეს.

„შავი ლომის“ შემადგენლობა:

ხაზი: 15. ლუკა თაყაიშვილი, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. დემურ თაფლაძე, 12. თორნიკე კახოიძე, 11. შალვა აფციაური, 10. ლუკა ცირეკიძე, 9. თენგიზ პერანიძე;

შერკინება: 1. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 2. ირაკლი ქვათაძე, 3. კახაბერ დარბაიძე, 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (კაპ.), 5. დემურ ეფრემიძე, 6. ლაშა ციხისთავი, 7. გიორგი ცუცქირიძე, 8. გიორგი სინაურიძე.

სათადარიგოები: 16. შალვა მამუკაშვილი, 17. ვასილ კაკოვინი, 18. გიორგი ჩხარტიშვილი, 19. გურამ ღანიაშვილი, 20. გიორგი კერვალიშვილი; 21. გიორგი სპანდერაშვილი, 22. ზაურ ლუტიძე, 23. ალექსანდრე თოდუა.

ეს მიმდინარე წელს „შავი ლომის“ ბოლო თამაში იქნება. ჩელენჯ თასზე ასპარეზობას ქართული გუნდი 2026 წლის იანვარიში „მონტობანთან“ მატჩით განაახლებს:

10 იანვარი, 2026 მონტობანი, საფრანგეთი | „მონტობანი“ – „შავი ლომი“

17 იანვარი, 2026, თბილისი | „შავი ლომი“ – „ძებრე პარმა“

თამაშისთვის შემადგენლობა „ქონაჰის“ სამწვრთნელო შტაბმაც დაასახელა.

პირველ ტურში „ქონაჰი“ უელსში „ოსფრიზს“ეთამაშა, 21:24 დამარცხდა და ე.წ. ნუგეშის ქულა (7 ან ნაკლები ქულით წაგებისთვის) მოიპოვა.

„ქონაჰის“ შემადგენლობა: 

ხაზი: 15. სემ გილბერტი, 14. ჩეი მულინსი, 13. ჰიუ გევინი, 12. კათალ ფორდი, 11. შეინ ბოლტონი, 10. ჯეკ კარტი, 9. კაოლინ ბლეიდი

შერკინება: 1. ჯორდან დუგანი, 2. დეივ ჰეფერნანი, 3. სემ ილლო, 4. დარაჰ მიურეი, 5. ნაილ მიურეი, 6. პოლ ბოილი (კაპიტანი), 7. შეიმუს ჰერლი-ლანგტონი, 8. შონ ჯანსენი

სათადარიგოები: 16. დილან ტირნი-მარტინი, 17. ბილი ბოჰანი, 18, ფიაჰნა ბარეტი, 19. ჯო ჯოისი, 20. შონ ო’ბრაიენი, 21. მეთიუ დევინი, 22. დევიდ ჰოქშოუ, 23. ჰარი უესტი.