რაგბი | ჩელენჯ თასის მატჩებამდე „შავი ლომი“ ინგლისის ჩემპიონთან საკონტროლო მატჩს გამართავს #1TVSPORT
ოქტომბერში „შავი ლომი“ ჩელენჯ თასის გათამაშებაში ჩაერთვება, მანამდე კი გუნდი რამდენიმე საკონტროლო შეხვედრას გამართავს.
12 სექტემბერს, 20:00 საათზე „შავი ლომი“ იტალიურ „ბენეტონს“ თბილისში, „ავჭალის“ სტადიონზე უმასპინძლებს. ამის შემდეგ გუნდი ინგლისში გაემგზავრება და 18 სექტემბერს ინგლისის ჩემპიონთან, „ნორსჰემპტონთან“ მოსინჯავს ძალებს.
ჩელენჯ თასზე გამოსვლას „შავი ლომი“ 17 ოქტომბერს თბილისში, უელსურ „ოსფრიზთან“ მატჩით დაიწყებს.
„შავი ლომის“ თამაშების განრიგი ჩელენჯ თასზე:
17 ოქტომბერი, 2026 | „შავი ლომი“ – „ოსფრიზი“ (უელსი);
12 დეკემბერი, 2026 | „ტულონი“ (საფრანგეთი) – „შავი ლომი“;
10 იანვარი, 2027 | „ვანი“ (საფრანგეთი) – „შავი ლომი“;
17 იანვარი, 2027 | „შავი ლომი“ – „ედინბურგი“ (შოტლანდია).