რაგბი | ჩელენჯ თასის ფინალურ მატჩს დავით ნინიაშვილი და ბექა საღინაძე სასტარტო შემადგენლობაში იწყებენ #1TVSPORT
რაგბი | ჩელენჯ თასის ფინალურ მატჩს დავით ნინიაშვილი და ბექა საღინაძე სასტარტო შემადგენლობაში იწყებენ #1TVSPORT

23 მაისს, 23:00 საათზე ჩელენჯ თასის ფინალი გაიმართება, რომელშიც ფრანგული „ლიონი“ ინგლისურ „ბათს“ დაუპირისპირდება და ლიონელთა რიგებში მოთამაშე ქართველ მორაგბეებს (დავით ნინიაშვილი, ბექა საღინაძე, ირაკლი აფციაური, ბექა შვანგირაძე) სეზონის ტიტულით დასრულების შესაძლებლობა ექნებათ.

ცნობილია ფინალური მატჩისთვის „ლიონის“ შემადგენლობა – დავით ნინიაშვილი და ბექა საღინაძე დაპირისპირებას ძირითადი შემადგენლობაში იწყებენ, ხოლო ირაკლი აფციაური თამაშს სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთვება. კიდევ ერთი ქართველი, ბექა შვანგირაძე შეხვედრას ტრავმის გამო გამოტოვებს.

შეგახსენებთ, რომ ნინიაშვილსა და საღინაძეს ჩელენჯ თასი 2021/22 წლების სეზონში მოგებული აქვთ, როდესაც „ლიონმა“ ისტორიაში პირველად შეძლო აღნიშნული ტურნირის მოგება.