რაგბი | ჩელენჯ თასის ახალ სეზონში „შავი ლომის“ მეტოქეები ცნობილია #1TVSPORT
რაგბი | ჩელენჯ თასის ახალ სეზონში „შავი ლომის“ მეტოქეები ცნობილია #1TVSPORT

დუბლინში რაგბიში ევროპის ჩემპიონთა თასისა და ჩელენჯ თასის ახალი სეზონის წილისყრა გაიმართა.

ისევე როგორც გასული ორი წლის განმავლობაში, ქართული ფრანჩაიზი „შავი ლომი“ წელსაც ჩელენჯ თასზე ითამაშებს.

ქართული გუნდი A ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი მეტოქეები „ოსფრიზი“ (უელსი), „ქონოჰი“ (ირლანდია), „ძებრე პარმა“ (იტალია), „მონპელიე“ (საფრანგეთი) და „მონტობანი“ (საფრანგეთი) იქნებიან.

B ჯგუფში „ლიონი“ (საფრანგეთი), „ნიუკასლი“ (ინგლისი), „ნიუპორტი“ (უელსი), „ბენეტონი“ (იტალია), „ლაიონზი“ (სამხ. აფრიკა) და „პერპინიანი“ (საფრანგეთი) მოხვდნენ, ხოლო C ჯგუფში „ჩიტაზი“ (სამ.აფრიკა), „კარდიფი“ (უელსი), „ექსეტერი“ (ინგლისი), „სტად ფრანსე“ (საფრანგეთი), „რასინგი“ (საფრანგეთი) და „ალსტერი“ (ირლანდია) ითამაშებენ.

ჯერჯერობით ტურნირის კალენდარი დადგენილი არ არის, თუმცა ცნობილია თამაშების გამართვის თარიღები:

პირველი ტური – 5/6/7 დეკემბერი, 2025 წელი;

მეორე ტური – 12/13/14 დეკემბერი, 2025 წელი;

მესამე ტური – 9/10/11 იანვარი, 2026 წელი;

მეოთხე ტური – 16/17/18 იანვარი, 2026 წელი;

მერვედფინალი – 3/4/5 აპრილი, 2026 წელი;

მეოთხედფინალი – 10/11/12 აპრილი, 2026 წელი;

ნახევარფინალი – 1/2/3 მაისი, 2026 წელი;

ფინალი – 22 მაისი, 2026 წელი.