რაგბი | ჩელენჯ თასის ახალ სეზონში „შავი ლომის“ მეტოქეები ცნობილია #1TVSPORT
რაგბი | ჩელენჯ თასის ახალ სეზონში „შავი ლომის“ მეტოქეები ცნობილია #1TVSPORT

დღეს კარდიფში 2024/2025 წლების სეზონის ჩელენჯ თასის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა, რომელმაც „შავი ლომის“ მეტოქეები გამოავლინა.

„შავი ლომი“ ჩელენჯ თასზე ზედიზედ მეორედ იასპარეზებს.  შარშანდელის მსგავსად, რიჩარდ კოკერილის გუნდთან ერთად ჯგუფში წელსაც ინგლისური „გლოსტერი“’, უელსური „სკარლეტსი“ და შოტლანდიური „ედინბურგი“ მოხვდნენ, მათ გარდა ორი ფრანგული გუნდია, „ვანი“ და „ბეიონი“

ჯგუფურ ეტაპზე თითოეული გუნდი 4-4 თამაშს გამართავს – ორს შინ და ორსაც სტუმრად, პლეი ოფში კი ოთხი საუკეთესო გავა. თამაშები 2024 წლის 6-8 და 13-15 დეკემბერს, ასევე 2025 წლის 10-12 და 17-19 იანვარს ჩაინიშნება. უფრო დაწვრილებით ქართული გუნდის კალენდარი უახლოეს დღეებში დამტკიცდება.

ჩელენჯ თასის ჯგუფებში გუნდები ასე დაწყვილდნენ:

პირველი ჯგუფი: „კარდიფი“ (უელსი), „ქონახთი“ (ირლანდია), „ჩითასი“ (სამხრეთ აფრიკა), „პერპინიანი“ (საფრანგეთი), „ლიონი“ (საფრანგეთი), „ძებრე“ (იტალია);

მეორე ჯგუფი: „მონპელიე“ (საფრანგეთი), „პო“ (საფრანგეთი), „ნიუკასლი“ (ინგლისი), „დრაგონსი“ (უელსი), „ლაიონსი“ (სამხრეთ აფრიკა), „ოსფრეიზი“ (უელსი);

მესამე ჯგუფი: „ვანი“ (საფრანგეთი), „შავი ლომი“ (საქართველო), „ბეიონი“ (საფრანგეთი), „სკარლეტსი“ (უელსი), „ედინბურგი“ (შოტლანდია), „გლოსტერი“ (ინგლისი).

შეგახსენებთ, რომ პირველ ჩელენჯ თასის პირველ გათამაშებაში „შავმა ლომმა“ პირველი მატჩში „გლოსტერთან“ 10:15 წააგო, „სკარლეტსთან“’ ტურნირზე პირველი გამარჯვება იზეიმა – 23:7, „ედინბურგთან“ კი არ უთამაშია.