რაგბი | „ბრისტოლმა“ ლუკა ივანიშვილი ოფიციალურად წარადგინა #1TVSPORT
რაგბი | „ბრისტოლმა“ ლუკა ივანიშვილი ოფიციალურად წარადგინა #1TVSPORT

ინგლისურმა სარგაბო კლუბმა, „ბრისტოლმა“ საქართველოს ნაკრების წევრის, ლუკა ივანიშილის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა და ქართველი მორაგბე წარადგინა.

ივანიშვილის ტრანსფერზე კომენტარი „ბრისტოლის“ სპორტულმა დირექტორმა, პეტ ლამმა გააკეთა:

„ლუკა ივანიშვილი კომფორტულად გრძნობს თავს ექვსი, შვიდი ან რვა ნომრის პოზიციებზე. მას კარგი ფიზიკური მონაცემები აქვს, განსაკუთრებით გამოირჩევა ბურთის დაკარგვის დროს დაცვაში აქტიური მოქმედებებით.

ლუკა მოწადინებულია, რომ თავისი თამაში კიდევ უფრო დახვეწოს და სრულყოფილი გახადოს. მოხარული ვართ, რომ ჩვენს გუნდს შემოუერთდა“, – განაცხადა ლამმა.

კომენტარი ლუკა ივანიშვილმაც გააკეთა:

„მიხარია, რომ „ბრისტოლის“ წევრი გავხდი და მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ლიგაში ვითამაშებ. პეტ ლემთან საუბრის შემდეგ კლუბის მიზნებისა და ამბიციების შესახებ რომ გავიგე, მივხვდი, რომ სწორი ნაბიჯი გადავდგი და ჩემი მომავალი კარიერისთვის იდეალურ ადგილზე მოვედი“.

23 წლის ივანიშვილი „ბრისტოლში“ „შავი ლომიდან“ გადავიდა, სადაც ოთხი სეზონის განმავლობაში 30 მატჩი ჩაატარა და 11 ლელო მიითვალა.