რაგბი | „ბორჯღალოსნებთან“ ტესტმატჩისთვის ირლანდიის ნაკრების შემადგენლობა ცნობილია #1TVSPORT
რაგბი | „ბორჯღალოსნებთან“ ტესტმატჩისთვის ირლანდიის ნაკრების შემადგენლობა ცნობილია #1TVSPORT

5 ივლისს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ივლისის ტესტმატჩების სერიის პირველ შეხვედრაში, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ირლანდიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება – შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება.

ირლანდიელთა სამწვრთნელმა შტაბმა „ბორჯღალოსნებთან“ სათამაშოდ შემადგენლობა დაასახელა – „სამყურების“ რაზმში ექვსი დებიუტანტია, გუნდის კაპიტანი კი ცხრა ნომერი კრეიგ კეისი იქნება.

ირლანდიის ნაკრების შემადგენლობა:

ხაზი: 15. ჯიმი ობრაიანი, 14. ტომი ობრაიანი, 13. ჯიმი ოსბორნი, 12. სტუარტ მაკლოსკი, 11. ჯეიკობ სტოკდეილი, 10. სემ პრენდერგასტი, 9. კრეიგ კეისი (კაპ).

შერკინება: 1. ჯეკ ბოილი, 2. გუს მაკარტი, 3. ტომას კლარკსონი, 4. კორმაკ იზუჩუკვუ, 5. დარაჰ მურეი, 6. რაიან ბერდი, 7. ნიკ ტიმონი, 8. გევინ კომბე

სათადარიგოები: 16. ტომ სტიუარტი, 17. მაიკლ მილნი, 18. ჯეკ აუნგერი, 19. ტომ აჰენრი, 20. კიან პრენდერგასტი, 21. ბენ მერფი, 22. ჯეკ კროული, 23. კელვინ ნეში.

ირლანდიასთან თამაშის შემდეგ საქართველოს ნაკრები სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრება, სადაც 12 ივლისს ადგილობრივ ფრენჩაიზს, „ჩიტაზს“ ეთამაშება, 19 ივლისს კი მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს, სამხრეთ აფრიკის ნაკრებს დაუპირისპირდება.