რაგბი | ბოლო რეპეტიცია მსოფლიო თასამდე - ინგლისთან მატჩისთვის საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია #1TVSPORT
საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრები მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის მზადების დასკვნით ფაზაშია. იტალიაში გამგზავრებამდე უმცროსი „ბორჯღალოსნები“ ბოლო ტესტმატჩს მოქმედ ჩემპიონთან, ინგლისის ნაკრებთან გამართავენ – შეხვედრა „ავჭალის“ სტადიონზე 14 ივნისს, 18:00 საათზე დაიწყება.
ამ თამაშისთვის საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლადო კილასონიამ შემადგენლობა დაასახელა. იქიდან გამომდინარე, რომ მსოფლიო თასის დაწყებამდე ბოლო საკონტროლო მატჩია, სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით, შეხვდრაში მონაწილეობას 36 მორაგბე მიიღებს, რომელთაგან 10 ლეგიონერია, დანარჩენები კი საქართველოში თამაშობენ.
საქართველოს ნაკრები:
ხაზი: 15. ლუკა თაყაიშვილი („ხვამლი“), 14. ლუკა ტაბატაძე („არმია“), 13. დათა ახვლედიანი („ლელო“), 12. სანდრო სესიაშვილი („არმია“), 11. ლუკა კეშელავა („არმია“), 10. გიგი სირბილაძე („ლელო“), 9. გიორგი სპანდერაშვილი („შავი ლომი“);
შერკინება: 1. ბაჩუკი ბარათაშვილი („აია“), 2. მიხეილ ხახუბია („ლელო“), 3. მათე ღურწკაია („კასტრი“), 4. თემურ წულუკიძე („ოიონა“), 5. ნიკოლოზ ჩხორთოლია („მონპელიე“), 6. ნიკა აბესაძე („ლელო“), 7. ლუკა ნარსია („აია“), 8. ანდრო დვალი („პერპინიანი“).
მარქაფა: 16. შოთა ხელაძე („ლელო“), 17. არჩილ ნოზაძე („აჟენი“), 18. გიორგი ძაგანია („ნარბონი“), 19. გაგი მარგველაშვილი („რასინგი“), 20. გიორგი მეფარიშვილი („აია“), 21. თემურ ძოძუაშვილი („აია“), 22. გიორგი ჯაში („არმია“), 23. სანდრო მესხიძე („არმია“), 24. გიორგი ტურაშვილი („იფსვიჩი“), 25. გიორგი მესხიძე („პერპინიანი“), 26. გიორგი არძენაძე („ბათუმი“), 27. ლუკა საღინაძე („ლიონი“), 28. საბა ლაღაძე („აია“), 29. გიორგი ხუროშვილი („ლელო“), 30. ნიკოლოზ ხალვაში („ლელო“); საბა შარვაშიძე („აია“), ნუგზარ ქევხიშვილი („ლელო“), ანზორ სარალიძე („აია“), დავით არჩვაძე („ლელო“), დათა ჭილაია („ლელო“), დავით წიკლაური („ხვამლი“).
მთავარი მწვრთნელი: ლადო კილასონია

შეგახსენებთ, რომ 20-წლამდელთა ჩემპიონატს იტალია მესამედ უმასპინძლებს. ტურნირი 29 ივნისს დაიწყება და 19 ივლისს დასრულდება, თამაშები ოთხ ქალაქში (კალვიზანო, როვიგო, ვერონა და ვიადანა) გაიმართება.
საქართველო C ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი მეტოქეები ირლანდიის, ახალი ზელანდიისა და იტალიის ნაკრებები იქნებიან.
თამაშების განრიგი:
29 ივნისი, კალვიზანო | საქართველო – ირლანდია;
4 ივლისი, ვიადანა | საქართველო – ახალი ზელანდია;
9 ივლისი, კალვიზანო | იტალია – საქართველო.
ნახევარფინალური თამაში 14 ივლისს – ვერონაში ან ვიადანაში, ხოლო ფინალური თამაშები 19 ივლისს კალვიზანოსა და როვიგოში გაიმართება.
A ჯგუფში – ინგლისი, ავსტრალია, სამხრეთ აფრიკა და შოტლანდია, ხოლო B ჯგუფში საფრანგეთი, არგენტინა, უელსი და ესპანეთი მოხვდნენ.