რაგბი | ბექა შვანგირაძის მეორე ლელო TOP 14-ის მიმდინარე სეზონში [ვიდეო] #1TVSPORT

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის პირველი დივიზიონის (TOP 14) 22-ე ტურის მატჩში „ლიონი“ გასავლით მატჩში 31:39 დამარცხდა „კლერმონთან“.

„ლიონის“ სასტარტო შემადგენლობაში თამაში ირაკლი აფციაურმა და ბექა საღინაძემ დაიწყეს, ხოლო დავით ნინიაშვილი და ბექა შვანგირაძე შეცვლაზე შევიდნენ. შვანგირაძემ ლელოც დადო, მაგრამ ლიონელებმა თამაშის გადარჩენა ვეღარ მოახერხეს და მნიშვნელოვანი ქულები დაკარგეს.

შვანგირაძემ TOP 14-ის მიმდინარე სეზონში მეორე ლელო მიითვალა. „ლიონი“ სატურნირო ცხრილში 48 ქულით მე -6 ადგილზეა.

გიორგი ახალაძემ „კლერმონის“ სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა.